vap.ge

გაიგეთ რისი მანიშნებელია ქუთუთოზე გამოსული ეს გამონაზარდები!! ყურადღებით იყავით და არ გამოგრჩეთ ეს გაფრთხილება . .

გაიგეთ რისი მანიშნებელია ქუთუთოზე გამოსული ეს გამონაზარდები!! ყურადღებით იყავით და არ გამოგრჩეთ ეს გაფრთხილება . .

ეს იფორმაცია წაკითხვად ნამდვილად ღირს!

ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც აჩვენებს კავშირს გულის დაავადებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის გამოიტანა დასკვნები. ეს მდგომარეობა ვლინდება კანის ქვეშ ცხიმის მკვეთრად შემოსაზღვრული მოყვითალო დაგროვების სახით, ჩვეულებრივ კი ეს ხდება ქუთუთოებზე ან მის გარშემო. ხოლო ეს ყვითელი დაზიანებები გვხვდება ზედა ან ქვედა ქუთუთოზე თვალის შიდა კუთხესთან ახლოს.

კავშირი გულის დაავადებასა და ქსანთელაზმას შორის:

ქალბატონებში და მამაკაცებში, განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ, მეტი რისკებია, რომ შესაძლოა განიცადოთ ეს დაავადება. ეს ყვითელი წარმონაქმნები ქოლესტერინის დეპოზიტების შედეგია და მიუთითებს ორგანიზმში ქოლესტერინის მაღალ დონეზე, ეს კი ამ დაავადების მქონე პაციენტების თითქმის ნახევარში მაინც ხდება.

ქსანთელაზმით დაავადებული ადამიანები ჩვეულებრივ მიმართავენ სამედიცინო დახმარებას, რადგან ეს წარმონაქმნები არამიმზიდველად ეჩვენებათ; თუმცა წარმონაქმნები არ იწვევს ტკივილს, რბილია და არ მოქმედებს მხედველობაზე.

სინამდვილეში, ისინი უბრალოდ გვაფრთხილებენ უფრო სერიოზული დაავადების შესახებ.

მეცნიერული მტკიცებულება:

კავშირი ქსანთელაზმებს და გულის დაავადებას შორის მეცნიერულად დაადასტურა ბოლო დანიურმა კვლევამ.

ქსანთელაზმით დაავადებულ ქალებს აქვთ გულის შეტევის რისკი 8%-ით უფრო მაღალი, ვიდრე ამ მდგომარეობის გარეშე. ასევე დადასტურებულია, რომ ქალები განიცდიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უფრო დაბალ რისკს, ვიდრე მამაკაცები. გარდა ამისა, ამ საკითხის მკვლევარებმა განმარტეს, რომ ქსანთელაზმა არის გულის დაავადების ზუსტი პროგნოზირების ნიშანი პაციენტების ამ კონკრეტულ ჯგუფში.

მეორე მხრივ, დადასტურებულია, რომ მამაკაცები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი გულის დაავადებებისკენ. ქსანთელაზმით დაავადებულ მამაკაცებს აქვთ გულის შეტევის რისკი 12%-ით უფრო მეტი, ხოლო 70-79 წლის მამაკაცებს კიდევ უფრო მაღალი.

ამ კვლევამ დაადგინა, რომ ქსანთელაზმის არსებობა თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში მიუთითებს გულის დაავადების, გულის შეტევისა და სიკვდილის გაზრდის ალბათობაზე. როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს, რომლებსაც ახასიათებთ ეს ყვითელი გამონაზარდი ქუთუთოებზე, სავარაუდოდ განიცდიან გულის შეტევას და 10 წლის განმავლობაში ეს გამონაზარდები შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშიც კი გახდეს.

კვლევებმა დაასკვნეს, რომ ქსანთელაზმა, დამოუკიდებლად სხვა ფაქტორებისგან, როგორიცაა სიმსუქნე,მაღალი ქოლესტერინი, მოწევა და მაღალი წნევა, შეიძლება მიუთითებდეს სერიოზულ დაავადებებზე: გულის შეტევაზე, ათეროსკლეროზზე, გულის დაავადებებზე და შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიც კი.

ასე რომ, თუ შეამჩნევთ, რომ ეს ყვითელი წარმონაქმნები გამოჩნდება თქვენს ქუთუთოებზე, მიზანშეწონილია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს და შეამოწმოთ თქვენი ქოლესტერინის დონე.

Facebook კომენტარები
Exit mobile version