vap.ge

გიზიარებთ რეცეპტს წყალი დარიჩინთან ერთად: ახალი საოცარი დიეტური სასმელის 5 უპირატესობა

გიზიარებთ რეცეპტს წყალი დარიჩინთან ერთად: ახალი საოცარი დიეტური სასმელის 5 უპირატესობა

გაგაცნობთ ახალ დიეტურ სასმელს, რომელიც მოიცავს წყალს დარიჩინთან ერთად. ეს სასმელი ნამდვილად დაგეხმარებათ სხეულის ლამაზი ფორმების მიღწევაში.

მთავარი კითვა რაც ახლა შესაძლოა გაგიჩნდეთ არის თუ რატომაა სასარგებლო ეს ყოველივე, არა? ყველამ კარგად ვიცით, რომ არა მხოლოდ კანის, არამედ მთელი ორგანიზმის დატენიანება ზოგადად ორგანიზმის სიჯანსაღისთვის აუცილებელია. ამიტომაცაა, რომ სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ყოველდღე საკმარისი რაოდენობის წყალი დავლიოთ. არსებობენ ადამიანები, რომელთაც „სუფთა“ წყლის დალევა არ შეუძლიათ. სწორედ ამ დროს შეგიძლიათ სხვა ალტერნატივაც განიხილოთ.

რა თქმა უნდა, თუ უშაქრო სასმელზე ან ნაყენზე ვსაუბრობთ, რომელთაც სამკურნალო თვისებები გააჩნია! ძალიან ბევრი ადამიანი თავის დილას ლიმონიანი, თბილი წყლით იწყებს. თუმცა  დღეს დიეტური სასმელების რიგი დარიჩინიანმა წყალმა დაიკავა, რომელიც ჯანმრთელობაზე თურმე წარმოუდგენლად დადებით გავლენას ახდენს.

წყალი დარიჩინთან ერთად, მისი მომზადების და გამოყენების სარგებელი:

უბრალოდ საჭიროა, რომ დარიჩინის ჩხირები წყლით სავსე გრაფინში მოათავსოთ და მთელი ღამე გააჩერეთ ასე. მეორე დღეს დარიჩინის წყალი ინტენსიურ გემოს შეიძენს და მისაღებადაც მზად იქნება. ამიტომაც სამსახურში და სავარჯიშოდ თამამად წაიღეთ.

ახლა კი გაეცანით ეს სასმელი ორგანიზმისთვის რა უპირატესობებს ფლობს:

მადას ამცირებს: წყალი დარიჩინთან ერთად კალორიას არ შეიცავს, თუმცა საკმაოდ სასიამოვნო გემო აქვს (თუ ამ სანელებლის მოყვარული ხართ). სანელებელი არა მხოლოდ მადას აქვეითებს, არამედ ტკბილეულისკენ ლტოლვასაც კი შეამცირებს.

ნივთიერებათა ცვლას აჩქარება: დარიჩინი სანელებელია, რომელიც ორგანიზმს ახურებს. ამის წყალობით კუჭი საჭმელს სწრაფად ინელებს, ხოლო ნივთიერებათა ცვლა ჩქარდება.

სისხლში შაქრის დონე მცირდება: სისხლში გლუკოზის დონეს ამცირებს და ამით მოულოდნელად რაღაც ტკბილეულის ჭამის სურვილი მინიმუმამდე დაყავს.

ორგანიზმს აძლიერებს: დარიჩინი, როგორც კოჭა ორგანიზმზე გამაჯანსაღებელ მოქმედებას ფლობს. ის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი და გამაძლიერებელი საშუალებაა, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. სწორედ ამიტომ, ზამთარში ეს სანელებელი კერძებს და სასმელებს დაუმატეთ. ასე იმუნიტეტის გაძლიერებას შეძლებთ. წყალი დარიჩინთან ერთად შეგიძლიათ მთელი წელი დალიოთ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version