vap.ge

რატომ შეიძლება ჰქონდეს შარდს უსიამოვნო სუნი? ამის გამომწვევი მთავარი მიზეზი დიაბეტი და სხვადასხვა პროდუქტების ჩამონათვალია.. გაეცანით დეტალურად

რატომ შეიძლება ჰქონდეს შარდს უსიამოვნო სუნი? ამის გამომწვევი მთავარი მიზეზი დიაბეტი და სხვადასხვა პროდუქტების ჩამონათვალია.. გაეცანით დეტალურად

ყოველთვის ყურადღებით იყავი და არავითარ შემთხვევაში არ დააიგნოროთ ორგანიზმის სიგნალები.სულ მცირე ნიშნებიც კი შესაძლოა საფრთხის მანიშნებელი იყოს, ამიტომ მაქსიმალურად იზუნეთ საკუთარ და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობაზე. მაგალითად თქვენი შარდის ფერისა და სუნის ცვლილებაც კი შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემების მაჩვენებელი იყოს.

მოგეხსენებათ შარდგამომყოფი სისტემა ჩვენს ორგანიზმს გასუფთავებაში ეხმარება,რაც მთლიანად ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და ფუნდამეტურ პროცეს შეადგენს. სწორედ ამიტომ შარდის სუნისა და ფერის მიხედვით შეიძლება მივხვდეთ, ორგანიზმს რამე ხომ არ უჭირს, ჩვენს საშარდე სისტემაში ხომ გადამუშავებული ნივთიერებები ხვდება.

არსებობს რამდენიმე ისეთი გავრცელებული მიზეზი თუ რატომ შეიძლება შარდმა სუნი შეიცვალოს და ესენია:

პირველრიგში დიაბეტი: როდესაც თქვენს შარდს ტკბილი სუნი აქვს, ეს თქვენს სისხლში შაქრის დონის მაღალ რაოდენობაზე მიგვანიშნებს, ეს კი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია.

თირკმლის უკმარისობა: ასევე ერთ-ერთი მაჩვენებელი თირკმლის უკმარისობისას გახლავთ– შარდის ძლიერი სუნი, მისი გამჭვირვალე ფერი და ქაფი. ამიტომ, თუ თქვენ ამ ნიშნებიდან ერთ-ერთი მაინც გაქვთ – მიმართეთ ექიმს.

გსმენიათ გონორეას შესახებ? : შარდი უსიამოვნო სუნით შეიძლება გონორეის მანიშნებელი იყოს, ასევე ამ დროს შესაძლოა დაფიქსირდეს ტკივილი შარდვის დროს. თუმცა ეს წესი სხვა ვენერიული დაავადებების დროსაც მოქმედებს.

თირკმელებში კენჭები : შარდის უსიამოვნო სუნი და მუქი ფერი – თირკმელში კენჭის არსებობის ნიშანია. ამ სიმპტომებს წელის არეში ტკივილიც ემატება, ამიტომაც გირჩევდით ყურადღებით იყოს ამ სიმპტომებთან დაკავშირებით

რაღა თქმა უნდა არუნდა გამოგვრჩეს საშარდე გზების ინფექცია: სისხლი, ამიაკის სუნი და უცნაური ფერი საშარდე გზების ინფექციებზე მიგვანიშნებს. ეს მდგომარეობა შეიძლება ბაქტერიების ან მიკრობების გამო გაჩნდეს, ამიტომ აუცილებელია ექიმს მიმართოთ, რათა შესაბამისი მკურნალობა დაგენიშნოთ.

და ბოლოს ფენილკეტონურია: ესაა დარღვევა რომელიც ამინომჟავების მეტაბოლიზმს უკავშირდება, ძირითადად ფენილალანინს.

იყავით ყურადღებით და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები
Exit mobile version