vap.ge

მეხსიერების გაუმჯობესება როზმარინის დახმარებითაა შესაძლებელი!! სულ მცირე დოზაც კი საკმარისია ამისთვის

მეხსიერების გაუმჯობესება როზმარინის დახმარებითაა შესაძლებელი!! სულ მცირე დოზაც კი საკმარისია ამისთვის

მეხსიერების პრობლემები დღესდღეობით ერთ ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემებია, რომელიც ნებისმიერ ასაკში საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ეს გასაკვირიც არაა რადგან სწორედაც რომ ჩვენს მეხსიერებაზეა დამოკიდებული ჩვენი ყოველდღიური სრულფასოვანი ფუნქციონირება

სწორედ ამ თემის ირგვლივ როდესაც ვიძევდით ინფორმაციას, მაშინ წავაწყდით ინფორმაციას როზმარინის შესახებ

მოგეხსენებათ როზმარინი პოპულარული სანელებელია, რომელსაც იტალიურ და სხვა ხმელთაშუა ზღვისპირეთის სამზარეულოში ხშირად იყენებენ. მისი გამოყენება არა მხოლოდ ხორცისთვის არომატის მისანიჭებლად შეიძლება. ამ ბალახს ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია.

ბევრი მკვლევარი ირწმუნება, რომ მცენარეში შემავალი კარნოზის მჟავა ტვინს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებისგან იცავს. მეტსაც გეტყვით ჯოზეფ მერკოლის, ექიმ–ოსტეოპათის ახლახანს გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, წყალში დამატებული როზმარინი კოგნიტურ ფუნქციებს აძლიერებს

ინტეგრაციული ჯანმრთელობის მერილენდის უნივერსიტეტში ფიტოთერაპიის ფაკულტეტზე მეცნიერების დოქტორის, ენდრიუ პენგელის მიერ ჩატარებულ კვლევაში შესწავლილ იქნა როზმარინის ფოთლების ფხვნილის გავლენა კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებაზე

28 ადამიანმა, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდათ (საშუალო ასაკი 75 წელი), როზმარინის ფხვნილის სხვადასხვა დოზა მიიღო. შემდეგ კოგნიტური შესაძლებლობის დონის შესამოწმებლად კომპიუტერული ტესტები გაიარეს.

მკვლევარებმა შედეგების გაანალიზებით აღმოაჩინეს, რომ ყველაზე დაბალი დოზა მეხსიერებას უკეთ აუმჯობესებდა, ვიდრე ყველაზე მაღალი დოზა. ამას 2012 წლის კვლევის მონაცემებიც ადასტურებს, რომელშიც დადგენილ იქნა, რომ საკვებთან ერთად როზმარინის მცირე რაოდენობის მიღება უკეთეს ეფექტს ფლობს.

ვფიქრობთ ამ ინფორმაციას რაც შეიძლება დიდი გამოხმაურება ჰპოვოს უნდა, რადგან რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყვოს როზმარინის ამ წარმოუდგენელი სიკეთის შესახებ!

მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია, უბრალოდ სცადეთ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version