ხშირად გქონიათ მსგავსად გაღიზიანებული თვალი?! და თუ პასუხი დადებითია, გიზიარებთ მისი მკურნალობა ბუნებრივ საშუალებებს. .
თვალი შესაძლოა სხვადასხვა მიზეზისდა გამო ხშირად დაგიზიანდეთ, რაც შესაძლოა ასევე თქვენი ორგანიზმიდან იყოს გამოწვეული. იმისათვის, რომ დავიცვათ თვალი, აუცილებელია ჯანსაღი დიეტა და ორგანიზმისთვის სწორი ცხიმების მიწოდება.
წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი შემოდგომაზე, თვალები ადვილად ღიზიანდება, რის გამოც ჩნდება ჩაწითლებები. მას კი ახასიათებს ქავილი და სიმშრალე. ეს კი დამერწმუნებით ძალიან უსიამოვნო პროცესია. გარდა ამისა, გაზიღიანებული და ჩაწითლებული თვალი ავადმყოფის შესახედაობასაც გაძლევთ.
დღევანდელ სტატიაშ კი გვინდა ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა გავუმკავდეთ თვალის სიწითლეს ბუნებრივი საშუალებებით.
თვალის წვეთები:
გაღიზიანებული თვალი ხშირად გამომშრალია. ამის თავიდან ასაცილებლად თვალის წვეთები ეფექტურად დაგეხმარებათ. ჩვენ გირჩევთ მცენარეულ თვალის წვეთებს, რაც არ დააზიანებს თვალს და გააქრობს ჩაწითლებებსაც. თუ თქვენ ჩვეულებრივი წვეთების გამოყენებას გადაწყვეტთ, ყურადღება მიაქციეთ მის შემადგენლობას, რომ არ შეიცავდეს კორტიკოსტეროიდებს. ასეთი წვეთების რეგულარული გამოყენებისას გვერდითი მოვლენები ვითარდება. მედიკამენტების შერჩევისას აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.
თვალის დამატენიანებელი საშუალებები:
გახსოვდეთ, რომ გამომშრალი თვალების წინააღმდეგ ბრძოლა შეგიძლიათ არა მხოლოდ გარეგანი საშუალებებით. ამისათვის აუცილებელია ჯანსაღი საკვების და მაღალი ხარისხის ცხიმის მიღება:
თხილი, ავოკადო, სელი, სეზამი და ზეითუნის ზეთი
ეს პროდუქტები შეიცავენ ცხიმებს და დაგეხმარებიან თვალის სიმშრალის მოშორებაშიც. არ შეგეშინდეთ წონის მომატების, ნუ დაითვლით კალორეიბს, ვინაიდან თალის მკურნალობისთვის ამ პროდუქტების ძალიან მცირე რაოდენობა საკმარისი იქნება. მისი გამოყენება კი ხელს შეუწყობს დაბალანსებული წონის შენარჩუნებას.
გათავისუფლდით ქუთუთოების ანთებისგან: თვალის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნაწილი ქუთუთოა. ისინი მარტივად ღიზიანდებიან, რაც უარყოფითად ისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.
ჩვენ კი გაგაცნობთ სახლში მოსამსაზედებლ მარტივ საშუალებას, რომელიც რამდენიმე წუთში ჩააქრობს ქუთუთოების ანთებას.
ასეთი საშუალება არის გვირილის ჩაი. აიღეთ გვირილიანი ჩაის პაკეტები მოათავსეთ მაცივარში და შემდეგ დაიდეთ თვალზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. არ მოიშოროთ მანამ, სანამ გამაგრილებელ ეფექტს არ დაკარგავს.
კიდევ ერთი პროდუქტია კიტრი. თუმცა, სამწუხაროდ, ყოველთვის არაა ხელმისაწვდომი.
ასევე რჩევა იქნება მოერიდეთ არაბუნებრივ კოსმეტიკას:
იცით თუ არა, რომ ხანდახან თქვენი სახისთვის ისეთ კოსმეტიკას იყენებთ, რომელიც შეიცავს უამრალ ტოქსიკურ ნაერთს. ტოქსინების მიღება იწვევს თვალის გაღიზიანებას და ძალიან ბევრ პრობლემას თქვენს ორგანიზმში. შეწყვიტეთ თვალის ჩრდილის გამოყენება ტოქსიკური ნივთიერებებით. გამოიყენეთ მხოლოდ ბუნებრივი საშუალებები. თუ თვალი უკვე გაღიზიანებული გაქვთ, მოერიდეთ თვალის ჩრდილების გამოყენებას.