vap.ge

ცხენის წაბლი ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ ნამდვილი აღმოჩენა გახდა!

ცხენის წაბლი ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ ნამდვილი აღმოჩენა გახდა!

ვინ იფიქრებდა, რომ ეს პატარა არცისე ცნობილი ნაყოფი ამდენად სასარგებლო იქნებოდა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ის ნამდვილადაა სასარგებლო ნივთიერებების საწყობი! მეტსაც გეტყვით ცხენის წაბლი ხელს უწყობს მამაკაცური ძალის აღდგენას,სხეულის გაწმენდას და რთული ჭრილობის შეხორცებას. და ეს ყველაფერი არაა, სასარგებლო თვისებების საკმაოდ სია გრძელია.

სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ დღეს ცხენის წაბლის სასარგებლო თვისებების შესახებ გიამბობთ, ასევე გაგიზიარებთ ნაყენის რეცეპტს, რომელიც ვარიკოზის დროს შესანიშნავ შედეგს იძლევა.

მცენარის ყველა ნაწილი, ფოთლები, ნაყოფი, ფესვები, სასარგებლოა. მათგან მალამოს და ნაყენს ამზადებენ. ცხენის წაბლი აღიარებულია ხალხურ მედიცინაში, მის ექსტრაქტს სხვადასხვა რეცეპტს უმატებენ, რომელთაც ვენების დამცველი თვისებები და ანთების საწინააღმდეგო გავლენა აქვთ

თუმცა უნდა აღინიშოს, რომ ხალხურ მედიცინაში ყველაზე უფრო სასარგებლოდ წაბლის ნაყოფი ითვლება. მას სხვადასხვა სახის დაავადების სამკურნალოდ იყენებენ.

თუ მომზადებაზე ვსაუბრობთ, წაბლის ყვავილი და ფოთოლი უმჯობესია მაისში შეაგროვოთ. კაკალს სექტემბრიდან დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე ამზადებენ, ხოლო ფესვებს ოქტომბრის დასაწყისიდან.

ასეთი წარმოუდგენელ სასარგებლო თვისებებს მისი ქიმიური შემადგენლობა განაპირობებს. ნაყოფი შეიცავს ბევრ ტანინს, ესცინს, ასევე C, K, B1 ვიტამინებს. ხალხურ მედიცინაში წაბლი ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის აღსადგენად, თრომბის პროფილაქტიკისა და სისხლის სიბლანტის შესამცირებლად შესანიშნავ წამლად ითვლება.

მალამოს სახით ცხენის წაბლის გამოყენება კურნავს ფართო დამწვრობას, ჩირქოვან ჭრილობებს და ძირმაგარას. ნამდვილ საგანძურს წაბლის ნაყენი წარმოადგენს, რომელიც ყველაფერთან ერთად ვარიკოზულ ვენებს კურნავს. გთავაზობთ ამ ნაყენის რეცეპტს.

წაბლის ნაყენი ვარიკოზული ვენებისთვის:

სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად უნდა აიღოთ წაბლის ნაყოფი, გაასუფთაოთ. ჯერ ეკლებიდან შემდეგ კი ქერქი. რბილობი ბლენდერში ან ხორცის გასატარებელ მანქანაში უნდა დააქუცმაცოთ. შემდეგ 1 ლ ხარისხიანი არაყი უნდა დაასხათ 100 გრ დაქუცმაცებულ წაბლს

ნარევი ზუსტად 1 კვირით გრილ და ბნელ ადგილას შეინახეთ. ყოველდღე შეანჯღრიეთ. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და სუფთა ჭურჭელში გადაიტანეთ. ესეც ასე, ნაყენი მზადაა. ნაყენი დღეში 3-ჯერ, 15 წვეთი შიგნით უნდა მიიღოთ, ასევე დაზიანებულ ადგილებში დილა-საღამოს შეიზილოთ. ის დაგეხმარებათ ფეხების სიმძიმის, შეშუპების და კრუნჩხვების დროს, რომლებიც გაფართოებული ვარიკოზული ვენების დროს ჩნდება.

კომპლექსური თერაპია ფეხებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ეს, რა თქმა უნდა, ჯადოსნური ელექსირი არაა და უკვე მიშვებულ ვარიკოზს რამდენიმე მიღებით ვერ განკურნავს. მაგრამ ეფექტი შესამჩნევი იქნება, თუ პროცედურას რეგულარულად გაიკეთებთ. ნაყენი შეგიძლიათ ტრავმების და ჩალურჯებების დროს მიიღოთ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version