vap.ge

ნაღრძობი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაზიანებაა. ისწავლეთ ექსტრემალური დახმარების გაწევა ყველა წესის დაცვით!

ნაღრძობი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაზიანებაა. ისწავლეთ ექსტრემალური დახმარების გაწევა ყველა წესის დაცვით!

ფეხის, ხელის, თითის ან მხრის ღრძობა ცხოვრებაში ერთხელ ყველას ემართება. ეს რაღა თქმა უნდა უსიამოვნო და მტკივნეული ტრავმაა და საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე პირველი დახმარების გაწევა ძალიან მნიშვნელოვანია.

გახსოვდეთ, რომ სხეულის ნაღრძობი ნაწილით არასწორი მოქმედება მძიმე გართულებებს გამოიწვევს. ნაღრძობი სახსრების მდგომარეობის დარღვევას წარმოადგენს, ამასთან ძვლები შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ ერთმანეთში გადახლართული იყოს. ნაღრძობის სწორი დიაგნოზი – დაზიანებულის დახმარების პირველ ნაბიჯს წარმოადგენს. გახსოვდეთ, რომ ნაღრძობი მარტივად შეიძლება მოტეხილობაში გადავიდეს, რადგან ორივე შემთხვევაში მოძრაობის დროს ტკივილი წარმოიქმნება.

თუ იმწამსვე ექიმთან ვიზიტი შეუძლებელია, ყურადღება რამდენიმე ნიშანს მიაქციეთ

ნაღრძობის ნიშნები კი შემდეგია:

სახსრების ან კუნთების გარშემო შეშუპება,ტკივილი და ჩალურჯება; სახსრების ფორმის და ზომის თვალსაჩინო ცვლილება;

ასევე ხასიათდება სახსრების გარშემო შეწითლება და შესივება; ნაღრძობის ადგილას შესაძლოა მგრძნობელობის დაკარგვა, რაც ნერვული დაბოლოების დაზიანებით შეიძლება იყოს გამოწვეული;

და რაღა თქმა უნდა მოძრაობის მცდელობის დროს მკვეთრი ტკივილი.

როგორ უნდა მოვიქცეთ ნაღრძობის დროს:

სხეულის ნაღრძობი ადგილის სიმშვიდე უზრუნველყავით, მისი გადაადგილება არ შეიძლება. დაზიანებული სახსრის დასაფიქსირებლად მტკივნეულ ადგილას მჭიდროდ შეხვეული ფიქსატორის გამოყენება ძალიან კარგი იქნება.

ასევე 20 წუთით დაიდეთ პირსახოცში გახვეული ყინულები ნაღრძობ სხეულის ნაწილზე. მითითებულ დროზე მეტხანს არა!

თუ შესაძლებლობა გაქვთ და ეს დამატებით ტკივილს არ იწვევს, ნაღრძობი ნაწილი ზემოთ ასწიეთ, რომ შეშუპება მოხსნათ. კანის და ჭრილობის წვრილი დაზიანების შემთხვევაში ნაღრძობი სხეულის ნაწილი წყალბადის ზეჟანგით და სპირტით დაამუშავეთ.

ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ დაზიანებულს ტკივილგამაყუჩებელი აუცილებლად სჭირდება. ყურადღება მიაქციეთ! გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებს და ქალებს, რომელთაც ორსულობის ეჭვი აქვთ ან ორსულობის პირველ თვეებში იმყოფებიან, ექიმის რეკომენდაციის გარეშე საერთო ტკივილგამაყუჩებლის მიღება აკრძალული აქვთ. ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი გამაყუჩებელი გამოიყენეთ – მაგ., ტკივილის მომხსნელი და შეშუპების კრემი.

აუცილებელია! ნაღრძობის თავად გასწორება არ შეიძლება, ეს ექიმმა უნდა გააკეთოს, ამ დროს შეიძლება ანესთეზია დაგჭირდეთ. თუ პირველი დახმარება სწორად იქნა გაწეული, ნაღრძობის აღდგენა სწრაფად მოხდება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version