vap.ge

როგორ მოვამზადოთ კარტოფილის ნიღაბი, რომელიც კანს ახალგაზრდობას და ელასტიურობას შესძენს

როგორ მოვამზადოთ კარტოფილის ნიღაბი, რომელიც კანს ახალგაზრდობას და ელასტიურობას შესძენს

კარტოფილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია სამზარეულოსთვის. ალბათ ყველა დიასახლისი მოიხმარს მას ყოველდღიურად სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად. თუმცა დღეს გვინდა კარტოფილი დაგანახოთ ცოტა სხვა კუთხით. წარმოგიდგენთ სახის ნიღბის რამდენიმე რეცეპტს, რომლის მომზადებაც მარტივად შეგიძლიათ კარტოფილის გამოყენებით.

კარტოფილის სახის ნიღაბი

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

კარტოფილის წვენის მისაღებად-აიღეთ 1 დიდი ზომის კარტოფილი, გაასუფთავეთ და გახეხეთ სახეხზე. შემდეგ მარლის დახმარებით გამოწურეთ წვენი.

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. დაამატეთ წყალი, სანამ ცომის მსგავს ნივთიერებას არ მიიღებთ. წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაშ და კარგად ჩამოიბანეთ.

ეს ძალიან ეფექტურია ერთგვაროვანი სახის კანის მისაღებად. შეგიძლიათ დაჭრილი კარტოფილი წაისვათ კანზე და ჩამოიბანოთ თბილი წყლით.  ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე.

კარტოფილის ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად

შეურიეთ მოხარშული კარტოფილი 1 გრ კვერცხის გულის და წაისვით სახეზე 20 წუთის განმავლობაში.

კარტოფილი: ატენიანებს და ასუფთავებს კანს. იგი ასევე შეიცავს ვიტამინებს B1, B2, B3 და B6, ასევე რამდენიმე მინერალს, როგორიცაა მაგნიუმი, რკინა, სპილენძი, მანგანუმი და განსაკუთრებით კალიუმი. ეს არის ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც სილამაზესა და ჯანმრთელობას ანიჭებს კანს.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version