vap.ge

უებარი საშუალება, რომელიც უამრავ დაავადებას შველის! ეს ყველაფერი ერთმა მადლიანმა ადამიანმა მასწავლა . .

უებარი საშუალება, რომელიც უამრავ დაავადებას შველის! ეს ყველაფერი ერთმა მადლიანმა ადამიანმა მასწავლა . .

დიდი ხნის განმავლობაში ძალიან მაწუხებდა თირკმელები, კუჭის წყლული, ადვილად ვცივდებოდი და იმუნიტეტიც დაქვეითებული მქონდა. სწორედ ამ პერიოდში კი ერთმა მადლიანმა ადამიანმა მასწავლა უებარი საშუალება, რომელიც უამრავ დაავადებას შველის.

ახლა კი თქვენც მე გაგიზიარებთ წამლის მომზადების და გამოყენების წესს:

როგორც კი მრავალძარღვა პირველ ფოთლებს გამოიღებს, მოაგროვეთ ( ოღონდ ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში ), გარეცხეთ, გააშრეთ , გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და შაქართან (1: 1 ) ერთად ფენა – ფენა ჩადეთ მშრალ ქილაში. შეავსეთ ქილა პირამდე, მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და სამი თვით მიწაში ჩაფალით.

შემდეგ წვენი დოლბანდში კარგად გაწურეთ, მიღებული ვაჟინი ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში და გააჩერეთ შიგ წყლის ადუღებიდან ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ ჩაასხით ბოთლებში და შეინახეთ მაცივარში. სწორედ ეს წამალი უნდა მიიღოთ თითო სუფრის კოვზი 30 – 40 წთ – ით ადრე ჭამამდე, დღეში ერთხელ.

სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით: კუჭის წყლულს თავს სამ თვეში დააღწევთ ისე, რომ ნაწიბურიც არ დაგრჩებათ!

ამავდროულად ვაჟინი გაცივებისგანაც განგკურნავთ, ამ მიზნით კი შეგიძლიათ ბავშვებს თითო ჩაის კოვზი დაალევინოთ.

ექიმის კომენტარი:

ყველაას კარგად მოგეხსენებათ, რომ მრავალძარღვა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც მეტად გავრცელებულია საქართველოში. გვხვდება მდელოებზე, ფერდობებზე.

ამ მცენარის ფოთლები მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ფოთლების ექსტრაქტს შეუძლია ქსოვილთა აღდგენა, აქვს ჰიპოტენზიური და საძილე მოქმედება,

ხოლო მისგან მომზადებულ ნაყენს – ნახველის გამათხელებელი ეფექტი, აგრეთვე, აჩერებს ბაქტერიების გამრავლებას.

მრავალძარღვას ხალხურ მედიცინაში იყენებენ, როგორც ბრონქიტებისა და ტუბერკულოზის დროს ამოსახველებელ საშუალებას, აგრეთვე, თორმეტგოჯა და კუჭის ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ, მაგრამ უნდა ავღნიშნოთ, რომ მრავალძარღვა ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას და მისი მჟავიანობის მაჩვენებელს. ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდებულია კუჭის ისეთი ქრონიკული პათოლოგიების დროს, როცა მჟავიანობა ნორმალური ან დაქვეითებულია.

გისურვებთ ჯანმრთელობას, იმედია ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას საჭიროებისამებრ გამოიყენებთ!!

Facebook კომენტარები
Exit mobile version