vap.ge

მცენარე, რომელსაც ყველა დროის საუკეთესო მკურნალები იყენებდნენ! 

მცენარე, რომელსაც ყველა დროის საუკეთესო მკურნალები იყენებდნენ!

 გსმენიათ მცენარის შესახებ, რომელსაც გლერძი ჰქვია!

არადა, ეს ბალახი სამკურნალოდ ათასწლეულზე მეტია, რაც გამოიყენება. ძველად მას “უკვდავების ბალახს” უწოდებდნენ და წამლის რეცეპტს საიდუმლოდ ინახავდნენ.

ახლა კი გლერძის პროფილაქტიკური და სამკურნალო თვისებების შესახებ ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაცაა ცნობილი. ახლა მასზე უფრო მეტს მოგიყვებით, რადგან მცენარე დღეს გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე 20 წლის წინ იყო.

გლერძი აბრეშუმისყვავილიანი:

გლერძი ძვირფას სამკურნალო საშუალებად ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გამოიყენებოდა, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მცენარის ფესვებსა და ღეროებში არსებული მიკრო- და მაკროელემენტების შესახებ გახდებოდა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მცენარე შეიცავს რკინას,კალციუმს, მაგნიუმს, სელენს, კობალტს, მარგანეცს, თუთიას, სილიკონს, მოლიბდენსა და ქრომს.

სამაგიეროდ, სახალხო მკურნალები ბალახს თირკმლების, ღვიძლისნდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდ იყენებდნენ. მეცნარეთი კურნავდნენ ნერვული სისტემის დაავადებებსა და თავის ტვინისაც. გლერძის ნახარშით კი ახდენდნენ როგორც  ბავშვების, ისე მოხუცების რეაბილიტაციას მძიმე დაავადებების შემდეგ.

დღეს გლერძი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდაც კი გამოიყენება. საქმე ისაა, რომ აღნიშნულ ბალახს ანტისიმსივნური ეფექტი აქვს, ხელს უშლის კარდიომიოპათიასაც, რომელიც კიბოთი დაავადებულებს უჩნდებათ.

გლერძის ნაყენი სასარგებლოა არტერიული წნევის ნორმალიზებისთვისაც. დამტკიცებულია, რომ მისი მოხმარება აჩქარებს სისხლის დინებას და აფართოებს სისხლძარღვებს. ამასთან, ბალახის ნახარში შესანიშნავი დამამშვიდებელია, აქვს ანტიდეპრესანტული ეფექტი,შარდმდენი და ოფლმდენი თვისებები, აახალგაზრდავებს კანს და ანელებს დაბერების პროცესს

გასაკვირი არაა, რომ ხალხურ მედიცინაში უამრავი რეპეტი შემოინახა, რომლებიც გლერძის სამკურნალო მიზნებით გამოყენების საშუალებას იძლევა.

მაშ ასე, ჰიპერტონიის დროს რეკომენდებულია 2 ს.კ. გლერძის ბალახის გამოყენება 2 ჭიქა ცხელ წყალზე და ორთქლის აბაზანაზე გაცხელება 2 წუთით. გაწურული და გაგრილებული სასმელი მიირთვით დღეში სამჯერ, ჭამამდე 2 ს.კ. ოდენობით. მკურნალობის კურსი 6 კვირას მოიცავს.

ათეროსკლეროზის დროს კი გლერძის გაწმენდილ ფესვს დაასხით სპირტი ან არაყი 1:3 პროპორციით და გააჩერეთ 2 კვირით. დღეში ორჯერ მიირთვით 30 წვეთი ნაყენი, ჭამის წინ. ამასთან, ყოველი ათდღიანი მიღების შემდეგ შეისვენეთ 10 დღე. გააგრძელეთ მკურნალობა სასურველი შედეგის მიღებამდე.

Facebook კომენტარები
Exit mobile version