vap.ge

ქრისტესისხლას საინტერესო თვისებები, როგორ იყენებდნენ მას ჯანმრთელობის სასარგებლოდ ჩვენი წინაპრები!!

ქრისტესისხლას საინტერესო თვისებები, როგორ იყენებდნენ მას ჯანმრთელობის სასარგებლოდ ჩვენი წინაპრები!!

დღევანდელ სტატიაში გვინდა გიამბობთ ისეთი მცენარის საინტერესო თვისებებზე, როგორიცაა ქრისტესისხლა. ალბათ, ამ საოცარი მცენარის შესახებ აქამდეც ბევრჯერ გსმენიათ, მაგრამ გირჩევთ, რომ უფრო დეტალურად გაეცნოთ.

ქრისტესისხლას ძალიან საინტერესო თავისებურება აქვს და ეს ყველაზე მთავარია. მცენარის წვენი როგორც კი ადამიანის სხეულზე მოხვდება, დაავადების ფესვს ეძებს. თუ მის წვენს ან ფხვნილს ბიოაქტიურ წერტილზე დაიდებთ, მყისიერ გარდაქმნას და დაავადების წყაროზე მის გადატანას დაინახავთ. ხშირად მას ჯენშენსაც უწოდებენ. გამოიყენება ნახარშის, წვენის, ნაყენის და ექსტრაქტის სახით. ადამიანებმა ქრისტესისხლას სამკურნალო თვისებების შესახებ უძველესი დროიდან იცის.

ამ მცენარეს თავად სახელიც ახასიათებს: მსუბუქი, სუფთა, ნათელი. მისი დახმარებით კურნავდნენ კანის დაავადებებს (მეჭეჭი, სოკო, ეგზემა). ყველაზე ღირებული მისი ფესვის ყვითელი წვენია, რომელსაც დაზიანებულ ადგილას ხშირად ისმევენ. წვენი კანში სწრაფად აღწევს, ტკივილს ამცირებს და ქსოვილებს აღადგენს. ხალხურ მედიცინაში მცენარეს შინაგანი ორგანოების დაავადებების დროს იყენებენ, ოღონდ ზომიერად უნდა გამოიყენოთ, რომ არ მოიწამლოთ.

თვალის დაავადებების სამკურნალოდ თაფლი და ქრისტესისხლას წვენი 1:1 თანაფარდობით აიღეთ და სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, სანამ ქაფის გამოყოფას არ შეწყვეტს და თავად თაფლის მსგავსი არ გახდება. ეს სითხე თვალზე ლიბრის და ტრაქომას დროს წაისვით.

ჭინჭრის, ქრისტესისხლას და გულყვითელას ნაყენი მეტასტაზების განვითარებას ხელს უშლის. ბალახები თანაბარი პროპორციით აიღეთ, დააქუცმაცეთ და აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში დააყენეთ. დილით, უზმოზე 0,5 ჭიქა ნაყენი დალიეთ და მეორე ნახევარი ვახშმის წინ. ქრისტესისხლას ახალი წვენი პოლიპებს მეჭეჭებს და კოჟრებს „წვავს“. სხვათა შორის ეს საკმაოდ ეფექტური მეთოდია, რადგან თავის დროს მეჭეჭების მოსაშორებლად ქრისტესისხლა ჩვენც გამოვიყენეთ. ოღონდ პერიოდულად უნდა გააკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტი არ ექნება.

აი, ასეთია ქრისტესისხლა, რომელიც მზადაა ადამიანს დაეხმაროს. თუმცა მისი გამოყენება ყველა დაავადების დროს არ ღირს. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. პირველ რიგში, ქრისტესისხლა შხამია და შემდეგ უკვე სამკურნალო მცენარე.

Facebook კომენტარები
Exit mobile version