vap.ge

მოუნჯარო ფასი, გამოყენება და გვერდითი ეფექტები – სრული გზამკვლევი

მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს დიაბეტი და ჭარბი წონა, რაც მათი ცხოვრების ხარისხ0ზე მნიშვნელოვნად აისახება. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ გამოსავალს აქტიურად ეძებენ. ბევრ მათგანს სხვადასხვა მედიკამენტის მიღება ან სულაც ქირურგიული ჩარევა დასჭირვებია. მედიცინის განვითარებამ კი ისეთი ინოვაციური პრეპარატის შექმნა განაპირობა, როგორიცაა მოუნჯარო

დიაბეტისა და ჭარბი წონის წინააღმდეგ ერთდროული ბრძოლა – ეს ის მიზეზია, რის გამოც მედიკამენტი გლობალურად ძალიან პოპულარული გახდა. ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის – Eli Lilly and Company წარმოებულმა პრეპარატმა სამედიცინო სფეროში, ფაქტობრივად, ახალი სიტყვა თქვა. 

მონჯარო – შემადგენლობა და მოქმედების მექანიზმი 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მონჯარო ინოვაციურ საშუალებად ითვლება, რასაც მასში შემავალი კომპონენტების ერთობლიობა განაპირობებს. 

მისი აქტიური ინგრედიენტი – ტირზეპატიდი ორი ჰორმონის – GLP-1 და GIP რეცეპტორების აგონისტის კომბინაციას წარმოადგენს. მას სხვა პრეპარატებისგან სწორედ ამ ორ ჰორმონზე ერთობლივი მოქმედება განასხვავებს. 

უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, GLP-1 მადას აქვეითებს, ინსულინის გამოყოფას ასტიმულირებს, კუჭის დაცლას ანელებს და გლუკაგონის დონეს ამცირებს. GIP კი, ინსულინის გამომუშავებას არეგულირებს და GLP-1-ის მოქმედებას აძლიერებს.

ზოგადად, როდესაც კონკრეტული პრეპარატის ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, რომ კლინიკური კვლევების შედეგებიც დავასახელოთ. არსებული მონაცემების თანახმად, ტირზეპატიდი HbA1c მაჩვენებელს ამცირებს და წონის კლებას იწვევს. ეს კი, განსაკუთრებით კარგი იმ დიაბეტიანი ადამიანებისთვისაა, რომლებსაც, ამავდროულად, ჭარბი წონაც აწუხებთ. 

გამოყენება და დოზირება 

მონჯაროს ძალიან მოსახერხებელი შეფუთვა აქვს. პრეპარატი სპეციალურ შპრიც-კალამშია მოთავსებული და გამოსაყენებლად უკვე მზად არის. ინექცია კვირაში ერთხელ – მუცელზე, ბარძაყზე ან მხარზე შეგიძლიათ გაიკეთოთ. მნიშვნელოვანია, რომ წამალი ერთსა და იმავე დღეს მიიღოთ. მაგალითად, თუ პირველი დოზა სამშაბათ დღეს გაიკეთეთ, შემდეგაც ასე გააგრძელეთ. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელობა არ აქვს ნაჭამი იქნებით თუ არა; ასევე, არც იმას დღის რომელ მონაკვეთში ჩაიტარებთ ინექციას. 

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, ის მომდევნო 4 დღის განმავლობაში შეგიძლიათ გაიკეთოთ. თუ მეტი დრო გავიდა, მკურნალობა ჩვეულებრივი გრაფიკით განაგრძეთ და ორმაგი დოზა არ მიიღოთ. 

რაც შეეხება დოზირებას, მას ექიმი ადგენს, პაციენტის სამედიცინო მდგომარეობიდან და პრეპარატზე ორგანიზმის რეაქციიდან გამომდინარე. 

თუმცა არსებობს სტანდარტული სქემა, რომლის მიხედვითაც საწყისი დოზა არის კვირაში 0.75 მგ. საჭიროების შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციით, ის შეიძლება ეტაპობრივად ამ თანმიმდევრობით – 1.5 მგ – 3 მგ – 5 მგ – 7.5 მგ – 10 მგ გაიზარდოს. იმისთვის, რომ ორგანიზმი მონჯაროს შეეჩვიოს, დოზები მინიმუმ 4-კვირიანი ინტერვალით უნდა იზრდებოდეს. 

მნიშვნელოვანია, რომ ინექცია სხვადასხვა ადგილას ჩაიტაროთ. მაგალითად, ერთ კვირას თუ მხარზე გაიკეთებთ, შემდეგ კვირაში – მუცელზე. ასე კანის გაღიზიანებისგან დაცულები იქნებით. 

პრეპარატი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება, თვითნებურად დოზის შეცვლა რეკომენდებული არაა. დამატებითი სიფრთხილისთვის, ინექციის გაკეთებამდე შეფუთვა და შპრიც-კალამი ყურადღებით შეამოწმეთ. თუ ხსნარის ფერი შეცვლილია ან რაიმე ნაწილაკები შეინიშნება, არ გამოიყენოთ. 

რა გვერდით ეფექტებს უნდა ელოდეთ?

ზოგიერთ პაციენტს, მოუნჯაროს მიღებისას, ისეთი მსუბუქი გვერდითი ეფექტები აღენიშნება, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი, დიარეა, შეკრულობა და მადის დაქვეითება. როგორც წესი, ეს სიმპტომები მალევე ქრება. 

გარდა ამისა, არსებობს ისეთი სერიოზული გვერდითი მოვლენები, როდესაც ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ. უფრო კონკრეტულად, ესენია: პანკრეატიტის ნიშნები – ძლიერი, უწყვეტი ტკივილი მუცლის ზედა არეში, რომელიც ზურგზეც გადადის, ღებინება და ძლიერი გულისრევა; ალერგიული რეაქციების მხრივ, მოსალოდნელია – სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი, ქავილი, ასევე სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება; შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის დაქვეითება და დეჰიდრატაციის ნიშნები გამოვლინდეს. თუ გაქვთ ღებინება ან გულისრევა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში არ წყდება, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ. 

რა ღირს მოუნჯარო? – ფასი და მასზე მოქმედი ფაქტორები 

საქართველოში პრეპარატის შეძენა სააფთიაქო ქსელ ჯპს-შია შესაძლებელი. მისი ღირებულების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი პრეპარატის ხარისხი და ინოვაციურობაა. წამლის – მოუნჯარო ფასი შესაძლოა ცვალებადი იყოს. აღსანიშნავია, რომ მისი შეძენა მხოლოდ ექიმის რეცეპტის საფუძველზეა შესაძლებელი. ღირებულების შესახებ ინფორმაციას კი როგორც ვებ გვერდზე, ასევე აფთიაქში ფიზიკურად მისვლით შეიძლება გაეცნოთ. 

როგორ შეინახოთ მონჯარო სწორად? 

იმისთვის, რომ პრეპარატი ორგანიზმისთვის სასარგებლო იყოს და რაიმე სახის ზიანი არ მიაყენოს, აუცილებელია, რომ შენახვის წესები და რეკომენდაციები ზედმიწევნით დაიცვათ. კერძოდ, გამოუყენებელი შპრიც-კალამი მაცივარში 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ – არ მოათავსოთ საყინულეში. გაუხსნელი კალამი, მაცივარში შენახვის შემთხვევაში, გამოსაყენებლად ვარგისია ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.

განსხვავებული უნდა იყოს შენახვის პირობები მას შემდეგ, რაც შპრიც-კალმის გამოყენებას დაიწყებთ. შეგიძლიათ ის ოთახის ტემპერატურაზე (30°C-მდე), 30 დღემდე შეინახოთ. მნიშვნელოვანია პრეპარატი სითბოსა და მზის სხივებს მოარიდოთ. მონჯაროს შპრიც-კალამი პირველი გამოყენებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, გადააგდეთ. ასე მოიქეცით მაშინაც, თუ მასში წამალი დარჩენილია. 

Facebook კომენტარები
Exit mobile version