vap.ge

სტაფილოს 5 საუკეთესო სარგებელი ჯანმრთელობისთვის

სტაფილოს 5 საუკეთესო სარგებელი ჯანმრთელობისთვის

სტაფილოს სარგებლიანობის შესახებ ალბათ ყველას მოგეხსენებათ . სტაფილო გაჯერებულია ნუტრიენტებით, მათ შორის A, C, K და B8 ვიტამინებთან ერთად, პანტოთენიკის მჟავასთან, ფოლატთან, კალიუმთან, რკინთან, სპილენძთან და მანგანუმთან. სტაფილოს ჯანმრთელობაზე უმეტესი სარგებელი შეიძლება მიეკუთვნოს მათ მაღალ ბეტა-კაროტინსა და ბოჭკოვან შემცველობას .

სტაფილო ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში და მისი ჭამა შესაძლებელია  ნედლ ან მოხარშულ მდგომარეობაში. იგი ძალიან უხდება სალათებსა და წვნიანებს, ასევე სხვა ბოსტნეულს და სხვადასხვა კერძებს. სტაფილოს ხრაშუნა ფაქტურა და ტკბილი გემო მოზრდილებს და ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ.

ქვემოთ მოცემულია სტაფილოს ჯანმრთელობის 5 საუკეთესო სარგებელი:

  1. აუმჯობესებს მხედველობას

უპირველეს ყოვლისა, სტაფილოს  ყველაზე დიდი სარგებელი მოაქვს თვალების ჯანმრთელობისთვის. სტაფილო შეიცავს A ვიტამინს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მხედველობაზე. ასე რომ, დღესვე დაიწყეთ სტაფილოს მირთმევა და მალე შეამჩნევთ მნიშვნელოვან დადებით ცვლილებებს მხედველობაში.

  1. ებრძვის კიბოს

სტაფილოს ჯანმრთელობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი არის კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც მოდის კაროტინოიდების ანტიოქსიდანტური მოქმედებით, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების შემცირებას. ასევე, სტაფილო ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს დაავადებებთან საბრძოლველად.

კვლევამ აჩვენა, რომ სტაფილო შეიცავს ფიტოელემენტებს, სახელწოდებით პოლიაციტელენებს და სხვა ნაერთებს, რომლებიც ხელს უშლის კიბოს ზრდას.

  1. ებრძვის გულსისხლძარღვთა დაავადებებს

სტაფილო ძალიან სასარგებლოა გულისა და არტერიული წნევის მქონე პაციენტებისთვის. იგი შეიცავს ბეტა კაროტინს, ალფა კაროტინსა და ლუტეინს, რომლებიც ანტიოქსიდანტები არიან, იგი  ებრძვიან ქოლესტერინს და ასევე ხელს უშლიან  გულის შეტევის რისკს.

  1. აუმჯობესებს პირის ღრუს ჯანმრთელობას

სტაფილო ძალიან სასარგებლოა პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. სტაფილოს მირთმევის პროცესში, მისი ხრაშუნა ნაწილაკები წმენდენ პირში დარჩენილ ნადებსა და საკვებს და ამით ხელს უწყობს კბილების და ღრძილების სისუფთავეს.

5. იცავს ღვიძლს

სტაფილო იცავს ღვიძლს ქიმიკატების ტოქსიკური ზემოქმედებისგან. A ვიტამინის დიდი რაოდენობა სტაფილოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმიდან ტოქსინების მოცილებაში. გარდა ამისა, იგი ამცირებს ნაღველისა და ცხიმის რაოდენობას ღვიძლში. გარდა ამისა, სტაფილოში ხსნადი ბოჭკო ხელს უწყობს ღვიძლისა და ნაწლავების გაწმენდას, რაც ხელს უწყობს ნარჩენების აღმოფხვრას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version