vap.ge

ეს 11 ნატურალური მეთოდი დაგეხმარებათ აკნეს დამარცხებაში!

ეს 11 ნატურალური მეთოდი დაგეხმარებათ აკნეს დამარცხებაში!

თუ აკნეს პრობლემა გაქვთ და ფიქრობთ როგორ მოიცილოთ, ჩვენ გასწავლით რამდენიმე მეთოდს, რომლებიც მართლაც საოცრად ეფექტურია. 11 სასარგებლო რჩევა:

1. ალოე. ცნობილია თავისი გამაგრილებელი თვისებებით. ადრე იყენებდნენ დამწვრობის სამკურნალოდ. ალოე ასევე სასარგებლოა ანთების სამკურნალოდ და ეხმარება კანს მოშუშებაში, რაც იდეალურია აკნეს სამკურნალოდ.

2. კანის დეზინფექცია ციტრუსის წვენით. განსაკუთრებით ლიმონის წვენი – კარგია ბაქტერიების გასანადგურებლად. წაისვით ციტრუსის წვენი სახის პრობლემურ ადგილებზე ბამბის დისკით.

3. ვაშლის ძმრის სარგებელი. გახსენით ვაშლის ძმარი წყალში (არასდროს გამოიყენოთ მხოლოდ ძმარი) და წაისვით სახეზე კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად.

4. მწვანე ჩაი. მოამზადეთ ძლიერი მწვანე ჩაი და გააცივეთ. შემდეგ ბამბის დისკით წაისვით. მწვანე ჩაი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც სასარგებლოა თქვენი კანისთვის და მას შეუძლია გაანადგუროს გარკვეული ტიპის ბაქტერიები.

5. გამონაყართან ბრძოლა თაფლის ნიღბით. თაფლი ატენიანებს კანს და კლავს მიკრობებს. წაისვით სახეზე მხოლოდ თაფლი ან მოამზადეთ ნიღაბი შვრიის ფაფასთან ან უბრალო იოგურტთან ერთად.

6. ჩაის ხის ზეთი აკნეს წინააღმდეგ. ჩაის ხის ზეთი არის შემკვრელიც და ანთების საწინააღმდეგოც. ის ერთდროულად ატენიანებს კანს და ამარცხებს აკნეს.

7. სახის ზეთი. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ხშირად, როდესაც ვინმეს აქვს ცხიმიანი კანი, ეს იმის ნიშანია, რომ კანი სინამდვილეში დეჰიდრატირებულია. ზეთის ხშირად წასმა ატენიებს კანს. ქოქოსის ზეთი, ავოკადოს ზეთი და ჟოჟობას ზეთი საუკეთესო არჩევანია.

8. წყლის რაოდენობის გაზრდა. თუ საკმარისად არ სვამთ წყალს, კანისთვის ცუდია.

9. სცადეთ კურკუმას ნიღაბი. კურკუმა ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. აურიეთ წყალი კურკუმას ფხვნილთან ერთად, რომ მიიღოთ პასტა. შემდეგ წაისვით ნარევი თქვენს კანზე. ის ამშვიდებს აკნეს, ხელს უწყობს შეხორცებას და კლავს ბაქტერიებს.

10. ასპირინი აკნეს სამკურნალოდ. ასპირინი შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც არის აქტიური ინგრედიენტი მრავალი მკურნალობის დროს. ასპირინით და წყლით მოამზადეთ პასტა და წაისვით სახეეზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი. იგი ჩააცხრობს ანთებას.

11. მიიღეთ თევზის ქონის დანამატები. თევზის ქონის დანამატები დაგეხმარებათ კანის დატენიანებაში შიგნიდან. ის ასევე არის ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების მდიდარი წყარო, რაც ხელს უწყობს კანის ანთების შემცირებას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version