vap.ge

ზრდის ჰორმონი მედიცინასა და სპორტში – ჩვენებები და პრეპარატის ფასი

ზრდის ჰორმონი ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავდება. ის მონაწილეობს ორგანიზმის ზრდაში, კუნთოვანი ქსოვილის განვითარებასა და ნივთიერებათა ცვლის რეგულირებაში. მედიცინაში მისი სინთეზური ფორმა კონკრეტული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. სპორტში კი მას ხშირად სასურველი ფიზიკური ფორმების მისაღებად იყენებენ. კონკრეტული პროდუქტის მიღებამდე, სასურველია, კონსულტაცია სპეციალისტთან გაიაროთ. 

როდის გამოიყენება ზრდის ჰორმონი?

ამ ჰორმონს ჰიპოფიზი გამოიმუშავებს. ბავშვებსა და მოზარდებში ის სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს. ზრდასრულ ასაკში კი გავლენას ახდენს ცილოვან ცვლასა და სხეულის ქსოვილების ფუნქციონირებაზე. მისი მოქმედება დაკავშირებულია ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის (IGF-1) გამომუშავებასთანაც.

სამედიცინო პრაქტიკაში ადამიანის ზრდის ჰორმონის სინთეზური ფორმა – სომატროპინი გამოიყენება. მას გარკვეული დიაგნოზების დროს იყენებენ. მათ შორის, ზრდის ჰორმონის დეფიციტის სამკურნალოდ. ის ექიმის რეკომენდაციით უნდა დაინიშნოს. 

სპორტში ზრდის ჰორმონს, ძირითადად, კუნთოვანი მასის გაზრდისთვის და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღდგენის მიზნით იყენებენ. თუმცა ჯანმრთელ ადამიანებში ფიზიკური ფორმის გასაუმჯობესებლად მისი გამოყენება შეიძლება უსაფრთხო არ იყოს. შესაძლო გვერდითი ეფექტებია სითხის შეკავება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება და სისხლში გლუკოზის დონის ცვლილება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული პროდუქტი დაკვირვებით შეარჩიოთ და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაცია გაითვალისწინოთ. 

რომელი პროდუქტებია ხელმისაწვდომი PHARMAHALL-ში?

„ფარმაჰოლის“ ასორტიმენტში არსებული ნაერთები 99%+-იანი სიწმინდით გამოირჩევა. პროდუქციის ხარისხს ადასტურებს Janoshik-ის დამოუკიდებელი ლაბორატორიის COA სერტიფიკატები, რომელთა გადამოწმებაც მომხმარებელს შეძენამდე შეუძლია. 

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ პროდუქტები ერთმანეთისგან განსხვავდება და ავტომატურად არცერთი მათგანი არ უნდა მიიჩნიოთ სომატროპინის შემცვლელად.

PHARMAHALL ამერიკული ლაბორატორიის – Uther Pharmaceutical-ის ოფიციალური პარტნიორია. სწორედ ეს მიანიშნებს 100%-იან გამჭირვალობაზე, სიწმინდესა და უმაღლესი ხარისხის დონეზე. ამერიკის შეერთებული შტატების კანონების მიხედვით, ნებისმიერი მწარმოებელი ლაბორატორია უმკაცრესად კონტროლდება და პროდუქტები შესაბამისი სტანდარტების დაცვით მზადდება. 

კატალოგში რამდენიმე განსხვავებული პროდუქტია წარმოდგენილი. მაგალითად, ესენია:

აღსანიშნავია, რომ ამათ გარდა, „ფარმაჰოლში“ ხელმისაწვდომია სხვა პროდუქტებიც.

რა განსაზღვრავს პროდუქტის ფასს და როგორ შეარჩიოთ ის?

ზრდის ჰორმონი წამალი და კვლევითი ნაერთები განსხვავებული დანიშნულების პროდუქტებია. ამიტომ მათი ფასისა და თვისებების პირდაპირი შედარება არასწორია. 

ზრდის ჰორმონი ფასი დამოკიდებულია პროდუქტის ტიპზე, დოზასა და მწარმოებელზე. ზოგიერთი პროდუქტი მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით და ექიმის დანიშნულებით უნდა გამოიყენოთ. 

თუ ზრდის ჰორმონი ფასი გაინტერესებთ, შეგიძლიათ, ინფორმაციას „ფარმაჰოლის“ გვერდზე გაეცნოთ. პროდუქტის ღირებულებასთან ერთად გადაამოწმეთ მისი შემადგენლობა, ტიპი და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით PharmaHall-ს ნომერზე: +995 500 05 20 81, ინსტაგრამსა და ტიკტოკზე. ასევე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით: pharmahallcontact@gmail.com

ხშირად დასმული კითხვები

რისთვის გამოიყენება ზრდის ჰორმონი?

მისი სინთეზური ფორმა გამოიყენება ზრდის ჰორმონის დეფიციტისა და ზოგიერთი სხვა სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალოდ.

შეიძლება თუ არა მისი გამოყენება კუნთოვანი მასის გასაზრდელად?

ჰორმონს სპორტული მიზნებით იყენებენ ხოლმე. თუმცა გაითვალისწინეთ, თვითნებური გამოყენება რეკომენდებული არ არის. მას შესაძლოა გვერდითი ეფექტები ახლდეს.

რა უნდა გავითვალისწინოთ ზრდის ჰორმონის შემცველი პროდუქტების შერჩევისას?

მნიშვნელოვანია პროდუქტის შემადგენლობის, დანიშნულებისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაცნობა. 

Exit mobile version