vap.ge

გაიკეთეთ ასპირინით სახის პილინგი სახლის პირობებში. შედეგი პირველივე გამოყენების შემდეგ!

გაიკეთეთ ასპირინით სახის პილინგი სახლის პირობებში. შედეგი პირველივე გამოყენების შემდეგ!

ასპირინი გამოირჩევა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით. იგი გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ საშუალებად. გარდა ამისა, ასპირინს აქვს ძლიერი თვისებები, რომლებიც ეხმარება კანის სხვა პრობლემების მკურნალობას. ამიტომ მისი პოვნა ბევრ კოსმეტიკურ პროდუქტშია შესაძლებელი.

დღეს გვინდა გაგაცნოთ სახიდან მკვდარი უჯრედების მოშორების (პილინგის)  ბუნებრივი ხერხი, რაშიც მთავარ როლს ასპირინი ითამაშებს.

ექსპერტების აზრით, ეს პილინგი ეფექტურად აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს, ჭუჭყს და აღადგენს კანს. ასევე დაგეხმარებათ აკნეს, ასაკის ლაქების, ნაწიბურების და ნაოჭების მკურნალობაშიც.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ :

როგორ გამოვიყენოთ?

დაიბანეთ სახე ცივი წყლით. დაასველეთ ქსოვილი სუფთა წყალში და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში ½ წთ-ის განმავლობაში. ამის შემდეგ ქსოვილი დაიდეთ სახეზე დაახლოებით 10 წთ-ის განმავლობაში, რომ ფორები გაიხსნას. შემდეგ სახე გაშრება და წაისვით წინასწარ გამზადებული ნარევი( ზემოთ მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთში) და გააჩერეთ 30 წთ-ის განმავლობაში. ბოლოს, დაიბანეთ სახე ცივი წყლით და წაისვით სახის დამატენიანებელი კრემი.

ამრიგად, ამ სახლის პილინგით მოაშორებს მკვდარ უჯრედებს, განაახლებს კანს და მოაშუშებს აკნეს.

მოცემული ნიღაბი უმჯობესია საღამოს მოამზადოთ და ღამით წაისვათ გამოიყენეთ იგი მცირე რაოდენობით, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ.

ასევე, მეორე დილით კანზე უნდა წაისვათ მზისგან დამცავი კრემი, რადგან ამ ნიღაბის გამოყენებს შემდეგ,  კანი კიდევ უფრო მგრძნობიარე გახდება.

მოცემული ნიღაბის ეფექტურობას პირველივე გამოყენების შემდეგ შეატყობთ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version