vap.ge

გაწმინდეთ მსხვილი ნაწლავი ამ სასმელის საშუალებით

გაწმინდეთ მსხვილი ნაწლავი ამ სასმელის საშუალებით

დღის განმავლობაში ბევრ სხვადასხვა საკვებს მივიღებთ. ძირითადად არ ვაკვირდებით რამდენად ჯანსაღ საკვებს მოვიხმართ. დღის ბოლოს კი ჩვენი ნაწლავები სავსეა პურით, ხორცით, ბრინჯით, მაკარონით ან სხვა სკვებით, რომლებიც ნაწლავებისთვის რთულად ასათვისებელია. ამან შეიძლება კუჭი საკმაოდ შებეროს და დაძინების დროს გქონდეთ იმის გრძნობა, რომ მუცელში გაქვთ ქვა.

რა თქმა უნდა ეს პროცესი ძალიან არასასიამოვნოა, რომელსაც შეუძლია დაძინებაში შეგვიშალოს ხელი. სასურველია დღის განმავლობაში ვაკონტროლოთ საკვები პროდუქტის ნორმა და ხარისხი. მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებთ გამოსავალი ერთ დეტოქსიკაციურ სასმელშია. მისი მომზადება შეგიძლიათ სახლში და რაც მთავარია იგი შედგება ბუნებრივი და ძლიერი ინგრედიენტებისგან.

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

1 ცალი მწვანე ვაშლი

240 მლ წყალი

240 მლ ქოქოსის რძე

1 ჩაის კოვზი სელის თესლი

2 ჩაის კოვზი ჩიას თესლი

1ცალი ლიმონის წვენი

და როგორ უნდა მოვამზადოთ?

აიღეთ ვაშლი და  გააცალეთ კანი. შემდეგ გახეხეთ, ან დაჭერით ნაჭრებად და ჩაყარეთ ბლენდერში მარწყვთან ერთად. შემდეგ დაამატეთ წყალი, ქოქოსის რძე, სელის თესლი, ჩიას თესლი და ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ, სანამ კრემის მსგავსს ნარევს არ მიიღებთ. შემდეგ დაასხით ეს სმუზი ჭიქაში და დალიეთ ძილის წინ საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

მეორე დღეს კიდევ გრძნობთ შებერილობას და ყაბზობას? შემდეგ კიდევ ერთი ჭიქა და ნახავ, რომ ნაწლავები დაწყნარდება.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version