vap.ge

4 სასარგებლო მწვანილი თქვენი ჯანმრთელობისთვის

4 სასარგებლო მწვანილი თქვენი ჯანმრთელობისთვის

დღეს-დღეობით ბევრმა არ იცის თუ რა სასარგებლო თვისებები აქვს სხვადასხვა ბალახებს.  განსაკუთრებით გაციების შემთხვევაში, ბევრს სურს ნაზი, მაგრამ ეფექტური წამალი, თუმცა სამკურნალო ბალახები ზოგირეთ შემთხვევაში ბევრად სასარგებლო და ეფექტურია.
წარმოგიდგენთ 4 სამკურნალო მწვანილს, რომელიც დაგეხმარებათ სხვასხვა დაავადების სამკურნალოდ.

პიტნა

პიტნა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწვანილია. იგი შეიცავს ეთერზეთებს, მენთოლს.  მას აქვს გამაგრებადი და გასაუმჯობესებელი  ეფექტი, ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი თვისებები.
პიტნას იყენებენ:

საჭმლის მონელების დროს

ნაწლავის გაღიზიანებს დროს

გაზების და შედედების დროს.

პიტნის ზეთი გვეხმარება:

კუნთების დაძაბულობის დროს

სხეულის ტკივილის დროს

თავის ტკივილს დროს

გვირილა

ფართოდ გავრცელებულ გვირალას აქვს:

ანტიბაქტერიული

ანთების საწინააღმდეგო

კრუნჩხვის საწინააღმდეგო

საჭმლის მომნელებელი მოქმედება

ამიტომ გვირილის ჩაი გვეხმარება ყელისა და ხახის ანთების დროს. გვირილის ყვავილების ინჰალაცია ძალიან კარგია გაციების და შეშუპების დროს. გვირილის ექსტრაქტის შემცველი მალამოები კი ძალიან კარგია მშრალი კანის ან ბაქტერიული კანის ინფექციის დროს.

ოხრახუში

ოხრახუში უფრო ცნობილია, როგორც ვიტამინებით და მინერალებით სავსე ბალახი. იგი შეიცავს  სამკურნალო მედიკამენტების ეთერზეთს. ეს ასტიმულირებს საჭმლის მონელებას. დადებითად მოქმედებს თირკმელებზე, საშარდე გზებზე და შარდის ბუშტზე. თუმცა ოხრახუშის ძალიან მაღალ დოზირებას შეუძლია ზიანი მიაყენოს  საშვილოსნოს, რის გამოც ორსულმა ქალებმა თავი უნდა აარიდონ ოხრახუშის დიდი რაოდენობით მიღებას.

ოხრახუშის წვენს იყენებენ აგრეთვე საშარდე გზების ან შარდის ბუშტის ინფექციების შემთხვევაში.

როზმარინი

ამბობენ, რომ არომატულ ბალახს როზმარინს აქვს სამკურნალო ეფექტი, რომელსაც იყენებდნენ უძველესი დროიდან. როზმარინი ძალიან კარგია დაბალი წნევის დროს. ნათქვამია, რომ როზმარინს შეუძლია დაღლილობაც კი  მოგიხსნათ. როგორც აბაზანის დანამატს, როზმარინს აქვს სისხლის სპაზმოლიზური თვისებები. როზმარინი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ჩაის სახით, ასევე როგორც ეთერზეთი გარე გამოყენებისათვის.

როგორ შევინახოთ მცენარეები გრძელვადიან პერიოდში?

მცენარეების გამხმარი ნაწილები უნდა ინახებოდეს სინათლისგან დაცულ მშრალ ადგილას, რადგან ისინი სწრაფად იზიდავენ ტენიანობას. მცირე ჩანთები ეფექტური და შესაფერისია სამკურნალო მცენარეების შესანახად.

Facebook კომენტარები
Exit mobile version