vap.ge

გადაყრის ნაცვლად, როგორ სასარგებლოდ შეიძლება გამოვიყენოთ კარტოფილის ნათალი

ადამიანების უმრავლესობა საჭმლის მომზადების დროს უბრალოდ ყრის კარტოფილის ნარჩენებს. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ისინი მნიშვნელოვანი და ღირებული რესურსია და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. სარგებელი, რომელსაც მივიღებთ, შეუფასებელია.

როგორ მოვამზადოთ და შევინახოთ კარტოფილის ნარჩენები

პირველ რიგში უნდა შევინახოთ, რომ არ დალპნენ. ამისათვის პირველ რიგში უნდა გავახმოთ. ამის გაკეთება მარტივი არაა. თუმცა, წინასწარ გამომშრალი პროდუქტი დიდხანს გაძლებს. უმჯობესია თუ ხორცსაკეპ მანქანაში გაატარებთ ან ბლენდერში და შემდეგ გაატარებთ თერმულ დამუშავებას გაზქურაში.

მეორე რიგში, კარტოფილის ნარჩენები შეგიძლიათ გაყინოთ. უბრალოდ ჩაყარეთ პაკეტში, კარგად შეკარით და საყინულეშ მოათავსეთ. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ამ შემთხვევაში დიდ, ძვირფას ადგილს დაიკავებენ. ზამთრის პერიოდში რეკომენდირებულია მათი აივანზე შენახვა, თუ ტემპერატურა ნულს ქვემოთ ეცემა.

როგორ გამოვიყენოთ კარტოფილის ნარჩენები აგარაკზე?

ისინი მცენარეებს ძალიან გამოადგებიან. მათგან შეგიძლიათ მოამზადოთ ფქვილი-სასუქი (ბლენდერის მეშვეობით), რომელიც ფესვებს დაეყრება. ასევე აკეთებენ მკვებავ ნაზავსა და ნხარშს. უბრალოდ დაასხით ნერგებს მდუღარე წყალი და დააყენეთ რამდენიმე ღამე.როგორ გამოვიყენოთ კარტოფილის ნარჩენები მავნებლებთან ბრძოლისას?

ქერქი შეგიძლიათ მათ ხაფანგად გამოიყენოთ. ნარჩენები მიწაზე უნდა მიმოყაროთ და მთელი ღამე ასე დატოვოთ. შემდეგ დილას უნდა მოაგროვოთ და მავნებლებთან ერთად დაწვათ.როგორ გამოვიყენოთ ბუხრის/საკვამურის გასაწმენდად?

პირველ რიგში კარგად გაათბეთ ღუმელი, შემდეგ მშრალი ქერქი შეაგდეთ. წვის დროს სახამებელი გამოიყოფა, რომელიც საკვამლე მილში მოხვდება და გაწმენდს მას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version