vap.ge

ხელის საოცარი ნიღაბი, რომელიც თქვენს ხელის კანს უფრო რბილს და ელასტიურს გახდის

ხელის საოცარი ნიღაბი, რომელიც თქვენს ხელის კანს უფრო რბილს და ელასტიურს გახდის

ლამაზი და მოვლილი ხელები, მოგეხსენებათ, ქალის სავიზიტო ბარათია. სიცივის მატებასთან ერთად ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.  ზამთარში ხელის ნიღბები განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც კანი დაზიანებულია ყინვის, მშრალი ჰაერის და სხვა ფაქტორების მავნე ზემოქმედების გამო.

ამიტომ, ამ პერიოდის განმავლობაში, ხელის მოვლა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შეიძლება დაგჭირდეთ ხელის ნიღბების რეცეპტები, რომელთა დამზადებაც სახლში მარტივია.

დღეს ჩვენ გვინდა გაგაცნოთ სასწაულებრივი ნიღაბი, რომელიც ხელების კანს ყველაზე ნაზს გახდის. ეს ხელის ნიღაბი ძალიან ეფექტური და სწრაფადმოქმედია. ის მყისიერად მიანიჭებს ხელებს მოვლილი ხელების იერს და გახდის მის კანს გლუვს, რბილს და დატენიანებულს.

ხელის ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

2 ჩაის კოვზი თაფლი; 1,5 ჩაის კოვზი გლიცერინი; 3 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი; 5 წვეთი ლიმონის წვენი.

როგორ მოვამზადოთ?

აიღეთ საშუალო ზომის   თასი.  მოათავსეთ მასში თაფლი და გლიცერინი. აურიეთ და ნელ-ნელა შეურიეთ ზეითუნის ზეთი. ბოლოს დაამატეთ 5 წვეთი ლიმონის წვენი შესქელებული ნარევის გათხელების მიზნით. კარგად აურიეთ ინგრედიენტები, ისე რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ამის შემდეგ მიღებული ხელის ნიღაბი წაისვით ხელებზე და ზემოდან სითბოს შესანარჩუნებლად გადაიკარით პარკი. გაიჩერეთ ხელები ასეთ მდგომარეობაში 15 წუთის განმავლობაში.

15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ხელის ნიღაბი თბილი წყლით და წაისვით ხელის ჩვეულებრივი დამატენიანებელი კრემი.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version