vap.ge

გამოიყენეთ ასპირინი დამსკდარი ქუსლების სამკურნალოდ

გამოიყენეთ ასპირინი დამსკდარი ქუსლების სამკურნალოდ

ბზარები არის კანის მშრალი და გახეთქილი ადგილები, რომლებიც ძირითადად ქუსლებზე გვხვდება. დახეთქილი ქუსლები არამარტო არასასიამოვნოდ გამოიყურება, არამედ ძალიან მტკივნეულიცაა.

განსაკუთრებით ზაფხულში პრობლემა ყველასთვის აშკარა ხდება: როდესაც ზაფხულში ფეხს ვაშიშვლებთ დაბზარული ქუსლების გამოჩენა დიდ დისკომფორტს გვიქმნის.

 

მიუხედავად იმისა, უკვე გაქვთ ბზარები თუ უბრალოდ  გსურთ მათი თავიდან აცილება, პირველი და ყველაზე მარტივი ღონისძიებაა სათანადო მოვლა. ისეთივე ყურადღება მიაქციეთ ფეხებს, როგორც ხელებს. ყოველთვის უნდა წაისვათ ლოსიონი პეხების დაბანი შემდეგ.

თუ ყველაფრის მიუხედავად ფეხებზე ბზარები მაინც გაგიჩნდათ, მაშინ ქვემოთ მოცემული ფეხის ნიღაბი აუცილებლად დაგეხმარებათ.

ამ ნიღბის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

10 ტაბლეტი ასპირინი

250 გ არაყი

როგორ მოვამზადოთ:

ასპირინის ტაბლეტები დააქუცმაცეთ ძალიან წვრილად, შემდეგ მოათავსეთმინის ბოთლში და ზემოდან დაასხით 250 გრამი არაყი. მასა კარგად აურიეთ და შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას 1-2 დღის განმავლობაში. დროდადრო შეანჯღრიეთ მასა. 2 დღის გასვლის შემდეგ უკვე შესაძლებელია ნარევის გამოყენება.

როგორ გამოვიყენოთ მიღებუნი ნარევი?

მიღებულ ხსნარში დაასველეთ ბამბის დისკი და დაიდეთ გაუხეშებულ ქუსლებზე ლოსიონის სახით. შემოიხვიეთ პოლიეტილენის ქაღალდი, რომ ხსნარი არ გამოშრეს და ზემოდან ჩაიცვით თბილი წინდა. გაიჩერეთ ფეხი ასეთ მდგომარეობაში მთელი გამით. დილით მოიშორეთ ყველაფერი და ჩამოიბანეთ ხსნარი თბილი წყლით. შემდეგ გაამშრალეთ სუფთა პირსახოცით და წაისვით ქუსლებზე ფეხის კრემი. ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ ყოველ საღამოს.

ამ ნარევის ეფექტურობას პირველივე გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ. ხოლო საბოლოოდ განკურნებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ მის 10 გამოყენების შემდეგ. 10 გამოყენებაში დაზიანებული ქუსლები უმტკივნეულოდ გაიწმინდება გამკვრივებული და შეშუპებული კანისგან.

ეს ხსნარი, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ვარიკოზული ვენების დროს. შეიძილეთ ხსნარი მტკივან ადგილას რომ ტკივილი შემცირდეს.

ასევე მარილებით დაავადებულ ადგილებშიც შეგიძლიათ შეიზილოთ ხსნარი, მათ დასაშლელად. არაჩვეულებრივია მარილებისთვის განკუთვნილი მასაჟების შემდეგ ამ ხსნარით მტკივნეული ადგილების შეზეთვა.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version