vap.ge

“ოქროს რძის” გასაოცარი სამკურნალო თვისებები. დალიეთ ხშირად თუ გსურთ იყოთ ჯანმრთელები!

"ოქროს რძის" გასაოცარი სამკურნალო თვისებები. დალიეთ ხშირად თუ გსურთ იყოთ ჯანმრთელები!

კურკუმა არის სამკურნალო ბალახი, რომელსაც ათასობით წლის განმავლობაში იყენებდნენ აიურვედულ მედიცინაში ინდოეთში.

კურკუმას აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები.  ძალიან პოპულარულია, როგორც საშინაო საშუალება გაციების, ხველის, თავის ტკივილის, საჭმლის მონელების პრობლემების დროს და ასევე გამოიყენება კანისა და სახსრების ტკივილის სამკურნალოდ.

თბილი კურკუმის რძე  ინდოეთის საშინაო საშუალებაა.  დამზადებულია რძით, კურკუმითა და სანელებლებით, ამ სასმელის დამზადება შეგიძლიათ მარტივად სახლში. ის ხელს უწყობს ანთების შემცირებას, აგრეთვე ძვლებისა და იმუნური სისტემის გაძლიერებას.

კურკუმას აქვს ძალიან ლამაზი ოქროსფერი ფერი, ამიტომ მისი გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, რადგან მას შეუძლია ლაქები დატოვოს ტანსაცმელზე და კანზე. კურკუმას შეძენა შესაძლებელია სუფთა სახით, ფხვნილის სახით ან დანამატის სახით.

მე მირჩევნია საკვები ნივთიერებები ჯანსაღი საკვებიდან მივიღო, ამიტომ ახალ კურკუმას ვიყენებ ან საკვებს ვამატებ კურკუმის ფხვნილს.

თბილ კურკუმის რძეს ასევე უწოდებენ ოქროს რძეს ან ოქროს ელექსირს. ეს სასმელი ძალიან პოპულარულია ჩრდილოეთ ამერიკაში. ამ რეცეპტში ასევე გამოიყენება ილი, დარიჩინი და შავი პილპილი, რომ მშვენიერი არომატი დაემატოს რძეს.

ილი ასევე ცნობილი ბალახია ინდოეთში, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. ის ასევე ძალიან სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის.

დარიჩინი ანიჭებს ტკბილ არომატს და ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის გაწონასწორებას.

შავი პილპილი ზრდის კურკუმის შეწოვას ორგანიზმში. მე ასევე ვიყენებ ორგანულ თაფლს რძის დასატკბობად.

გირჩევთ სცადოთ ეს რძე. ძალიან  უჩვეულოა, მაგრამ ამავე დროს ძალიან გემრიელი. კურკუმის რძე ძალიან ცხიმიანია და აქვს დამამშვიდებელი თვისებები. როგორც წესი უნდა დალიოთ ძილის წინ.

ისიამოვნე ამ რძით და იყავი ჯანმრთელად და თბილად ამ ზამთარში!

შემადგენლობა:

2 ჭიქა ნუშის ან ქოქოსის რძე

ერთი კოვზი კურკუმა

ერთი ჩაის კოვზი ახალი, დაფქვილი კოჭა

½ ჩაის კოვზი დარიჩინი

½ ჩაის კოვზი ილი

⅛ ჩაის კოვზი ახლად დაფქული შავი პილპილი (ან 2-3 მარცვალი)

1 სუფრის კოვზი ორგანული თაფლი (სურვილისამებრ)

მომზადების მეთოდი:

დაასხით რძე პატარა ქვაბში, დაამატეთ სანელებლები და აურიეთ ათქვეფით.

რძე შეათბეთ  დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.

გავაგრილოთ ერთი-ორი წუთით, შემდეგ კი სურვილისამებრ დავამატოთ თაფლი.

საჭიროების შემთხვევაში გაწურეთ რძე.

მიირთვით თბილად.

შენიშვნა:

ამ რძის მომზადება სხვა გზით შეიძლება. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთად (თუ იყენებთ მხოლოდ დაფქულ სანელებლებს) და შემდეგ რძე გაათბეთ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version