vap.ge

10 ბუნებრივი საშუალება, რომელიც თქვენს კანს შესძენს ახალგაზრდობას

10 ბუნებრივი საშუალება, რომელიც თქვენს კანს შესძენს ახალგაზრდობას

ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს წყლის შეკავშირებისა და შენახვის უნარს. წყლის სრული დეპოზიტები სახეს ანიჭებს მყარ ელფერს.

კანის დაბერების ნახევარი გენეტიკურად არის განსაზღვრული, დანარჩენი კი თქვენს ხელშია. ბუნებრივი პროცესის დროს, კანი ასაკთან ერთად თხელი და მშრალი ხდება, მისი ტენიანობა და ცხიმის შემცველობა იკლებს. იმის ნაცვლად, რომ დაეყრდნოთ სხვადასხვა კრემებსა და კოსმეტიკური ქირურგების ხელოვნებას, მარტივი რჩევები და ხრიკები დაგეხმარებათ გამოიყურებოდეთ და იგრძნოთ თავი ახალგაზრდულად და ჯანმრთელად.

გაეცანით სილამაზის შემდეგ ხრიკებს, რომლებიც იმდენად მარტივია, რომ თქვენ თვითონაც გაოცდებით მათ სარგებელის გაცნობისას.

  1. კარტოფილის ფირფიტები

აიღეთ კარტოფილის ორი ნაჭერი და შეიზილეთ იღლიებში. დაელოდეთ ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგკი ჩამოიბანეთ ცივი წყლით და შეიმშრალეთ. გაიმეორეთ დღეში ორჯერ. ეს პროცედურა დაგეხმარებათ იღლიიდან ზედმეტი ოფლის გამოდენის შეკავებაში.

  1. აბუსალათინის ზეთი, ვიტამინი E და ალოე

აურიეთ ერთმანეთში აბუსალათინის ზეთი ალოე და E ვიტამინი, ისე რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მიღებული მასა წაისვით წამწამებსა და წარბებზე ყოველ საღამოს 1 თვის განმავლობაში. ეს მალამო დაგეხმარებათ წამწამებისა და წარბების გახშირებასა და გაზრდაში

  1. ხელნაკეთი საშუალება ზედმეტი თმის მოსაშორებლად

აურიეთ ერთმანეთში ¼ ჭიქა ლიმონის წვენი, 1 ჭიქა გაფილტრული წყალი და 2  ჭიქა გრანულირებული შაქარი. გაათბეთ ნარევი, სანამ ოქროსფერი არ გახდება. გააგრილეთ და წაისვით ფეხებზე. შემდეგ დაელოდეთ ბოლომდე გაცივებას და მოიშორეთ თმის ზრდის საპირისპიროდ.

  1. კურკუმა და ქოქოსის ზეთი თეთრი ღიმილისთვის

აურიეთ ერთმანეთში ¼ ჭიქა ქოქოსის ზეთი და 2 სუფრის კოვზი ორგანული კურკუმის ფხვნილი. მიღებული ნარევი გამოიყენეთ კბილებზე ლაქების მოსაშორებლად და ბუნებრივად გათეთრებისთვის.

  1. საცხობი სოდა და ძმარი დაბზარული ქუსლებისთვის

იმისთვის, რომ დაბზარული ფეხები ბუნებრივად გააჯანსაღოთ, შეურიეთ 2 ჭიქა თბილი გაფილტრული წყალი, 1 ჭიქა ძმარი და 1/2 ჭიქა სოდა. მიღებულ ნარევიში მოათავსეთ დაზიანებული ქუსლები რამოდენიმე წუთით. შემდეგ კი შეიმშრალეთ რბილი მატერიით.

  1. დამამშვიდებელი დამატენიანებელი ლოსიონი

ეს ლოსიონი განსაკუთრებით სასარგებლოა ქუსლებისა და ფეხებისთვის.

შეურიეთ ერთმანეთს:

კაკაოს კარაქი მოათავსეთ ქილაში და განათავსეთ წყლიან ქვაბში დაბალ ცეცხლზე. როცა დადნება, შედგით მაცივარში ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ და ათქვიფეთ კარაქი, დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და შეინახეთ ქილაში მაცივარში სამ თვემდე. მიღებული ნარევი წაისვით ყოველ საღამოს თხელ ფენად, სასურველია ძილის წინ.

  1. გამონაყარის სამკურნალო საშუალება

შეურიეთ 1 კოვზი თბილი  წყალი, 1 სუფრის კოვზი ფქვილი და 1 კოვზი თაფლი. დაასველეთ ბამბის დისკი მიღებულ ნარევში და წაისვით დაზიანებულ ადგილას. სახე დაიბანეთ ათი წუთის შემდეგ.

  1. ცხიმიანი თმისთვის

თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, დაამატეთ რამდენიმე სუფრის კოვზი ზღვის მარილი ან სოდა თქვენს ბუნებრივ შამპუნს.

  1. თვალების ქვეშ მუქი წრეები

შეურიეთ ერთმანეთს 1 კოვზი ყავის ნალექი და 1 კოვზი ქოქოსის ზეთი. მიღებული მასა წაისვით თვალის ქვეშ და გააჩერეთ თხუთმეტი წუთის განმავლობაში.

  1. ქოქოსის ზეთი + თაფლი ძლიერი ფრჩხილებისათვის

შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ქოქოსის ზეთი, ლავანდის ზეთი და თაფლი ფრჩხილის ლაქის ძველ ბოთლში. გამოიყენეთ ნარევი ყოველ საღამოს ფუნჯის გამოყენებით.

Facebook კომენტარები
Exit mobile version