vap.ge

რა სახის საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხშირად ტარებამ. გაფრთხილდით!

სუსტი სქესის წარმომადგენლებს ძალიან გვიყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა. ვიცით, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის არც ისე სასარგებლოა, მაგრამ ამის გაგება არ გვსურს.

თუ ყოველდღიურად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვია, ნახე, რა მოსდის ორგანიზმს, როდესაც მას იხდი:

პირველ რიგში, დააკვირდი ფეხების მდგომარეობას. კვლევებით დამტკიცდა, რომ მუდმივად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება არ შეიძლება, რადგან ასე ადამიანის ორგანიზმს ძლიერი სიმძიმე აწვება, რაც იწვევს წვივების კუნთების შესუსტებას.

ქალები, რომლებიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებენ, ელით შემდეგი საფრთხეები:

1. სიმძიმისგან გამოწვეული ზურგის ტკივილი;

2. მყესებისა და წვივების კუნთების შესუსტება;

3. სახსრების წამონაზარდები და დეფორმაცია;

4. მუხლის სახსრებზე სიმძიმის არსებობის გამო, ართროზოართრიტის განვითარების შანსი.

თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს მაინც ვერაფრით ეშვები, საღამოობით ფეხები დაიზილე, ან, სავარძელში ჯდომისას, მოკეცე და გაშალე ფეხები. ასე ივარჯიშე და წვივების კუნთები ტონუსში იქნება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version