vap.ge

როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა საჭმლის დახმარებით? სასარგებლო და მარტივი რჩევები

თუ ამ პრობლემის შესახებ გსმენიათ, მაშინ ძალიან გაგიკვირდებათ. თურმე თმის ცვენის შეჩერება შესაძლებელია ყოველგვარი სპეციალური შამპუნების, ნიღბების და გელების გამოყენების გარეშე. ყველაზე ხშირად თმის ცვენას იწვევს ჰორმონალური დარღვევა, რომელსაც თავის მხრივ იწვევს ფეხმძიმობა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, სტრესები, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვები. ასევე თმის ცვენა შეიმჩნევა ტესტასტერონის მაღალი დონის, წონის სწრაფად დაკარგვის ან ვიტამინ A–ს მაღალი შემცველობის დროს. ასეთ სიტუაციაში, მთავარია ჰორმონალური ბალანსის აღდგენა. ეს კი მარტივია: უბრალოდ შეცვალეთ კვების რაციონი!

ამ დიეტის ძირითადი იდეა მდგომარეობს ნერვული სისტემის მოწესრიგებაში. არსებობს პროდუქტები, რომლებიც ზრდიან სეროტონინის დონეს სისხლში. მაგალითად: თბილი შვრიის ფაფა ხილით და თაფლით, ბანანი, ისპანახი, ცხიმიანი თევზი – ორაგული, თინუსი, ასევე ნიგოზი და მზესუმზირა, ავოკადო, ციტრუსები.

არავითარ შემთხვევაში არ ინერვიულოთ, შეეცადეთ თავი სტრესისგანაც დაიზღვიოთ.

ანტისტრესული დიეტის გარდა, რეკომენდირებულია ფიზიკური დატვირთვებიც. სასარგებლოა სირბილი, აუზში ცურვა. რათა ვიტამინ A–ს, რომელიც ხელს უწყობს თმის ცვენას, მოერიდოთ, რეკომენდირებულია უარი თქვათ ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: სტაფილო, გარგრის ჩირი, წითელი ბულგარული წიწაკა, ნაღების კარაქი, ღვიძლი. საჭიროა ცილების მიღებაც. მათ შეიცავს: ლობიო, ბარდას, ოსპი, მუხუდო და ა.შ.

ასე რომ გაატარეთ ბევრი დრო სუფთა ჰაერზე, შეცვალეთ კვების რაციონი, დიდხანს იძინეთ და შედეგსაც მიიღებთ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version