vap.ge

სტაფილოს სახის ნიღაბი ბუნებრივი ფერის მისაღებად და ნაოჭების გასაქრობად

სტაფილოს სახის ნიღაბი ბუნებრივი ფერის მისაღებად და ნაოჭების გასაქრობად

თუ გსურთ გქონდეთ გარუჯული კანი, მაგრამ ამისთვის ვერ ახერხებთ გასარუჯად წასვლას, ჩვენ გასწავლით ერთ ძალიან მარტივ და უსაფრთხო გზას გარუჯული სახის მისაღებად. ეს ნიღაბი არის საკმაოდ მარტივი მოსამზადებელი. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ სულ რამოდენიმე წუთი. ამ ნიღაბის მთავარი შემადგენელი ინგრედიენტია სტაფილო. 

როგორ გავაკეთოთ სახის ნიღაბი

სტაფილოში ბეტა-კაროტინის (პროვიტამინი A) შემცველობის გამო, კანში მელანინის აქტივობა სტიმულირდება და ამიტომ ბუნებრივად მიიღებთ გარუჯულ კანს.

პროვიტამინი A, რომელიც გვხვდება სტაფილოში, არამარტო დაგეხმარებათ კანის გარუჯვის პროცესში, არამედ დაგიცავთ UV გამოსხივების უარყოფითი ზემოქმედებისგან.
ამიტომ, ბეტა-კაროტინი ხილიდან და ბოსტნეულიდან (ისპანახი, სტაფილო, პომიდორი, ალუბალი, გოგრა, საზამთრო) ასტიმულირებს მელანინის წარმოქმნას, პიგმენტს, რომელიც პასუხისმგებელია კანის გამუქებაზე.

სტაფილო შეიცავს A ვიტამინს და ნამდვილად შეუძლია თქვენი კანის ლამაზი და ჯანმრთელი ფერის შენარჩუნება.

ეს ასევე შეიძლება იყოს შესანიშნავი გამოსავალი, თუ საქმე გაქვთ მშრალ კანთან.

გარდა ამისა,სტაფილო შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უწყობს კანის ყველა ტიპის დაცვას და დატენიანებას.  ასე რომ, თუ დიდი დროით მოგიწიათ მზეზე გასვლა, წაისვით გახეხილი სტაფილო დაზარალებულ ადგილზე. სტაფილოს წვენი დაგეხმარებათ ჭრილობების უფრო სწრაფად გაჯანსაღებაში.

სტაფილოს ნიღაბის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:

მომზადება

გააცუფთვეთ ორი საშუალო ზომის სტაფილო და მოხარშეთ. დააბლენდერეთ მოხარშული სტაფილო, სანამ არ მიიღებთ პასტის მსგავს მასას. დაამატეთ თაფლი, ზეითუნის ზეთი და მეოთხედი ლიმონის წვენი, აურიეთ  ძალიან კარგად. საჭიროების შემთხვევაში ასევე დაამატეთ მინერალური წყალი. დატოვეთ ნიღაბი გასაცივებლად 10-15 წუთით, სანამ მას სახეზე წაისვამთ. დაიბანეთ სახე თბილი წყლით და გააშრეთ სუფთა პირსახოცით. წაისვით ნიღაბი სახეზე და კისერზე და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით!

ეს პროცედურა დაგეხმარებათ ბუნებრივად მიიღოთ რუჯი, ზედმეტი ულტრასხივებისა და მზის დამწვრობის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას...

Facebook კომენტარები
Exit mobile version