vap.ge

11 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მიირთვათ კვერცხი ყოველდღე

11 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მიირთვათ კვერცხი ყოველდღე

კვერცხი ერთადერთი ბუნებრივი პროდუქტია, რომელსაც აქვს ყველაზე დაბალანსებული ნუტრიენტები, მიკროელემენტები, ვიტამინები და ამინომჟავები.

კვერცხი (ქათამი, მწყერი, იხვი) შეიცავს ქოლინს, რომელიც სასარგებლო გავლენას ახდენს ნერვული სისტემის მუშაობაზე. ცნობილია, რომ სელენი და ლუტეინი ძლიერი ანტიოქსიდანტები არიან. კაროტინოიდები ხელს უშლიან ასაკთან დაკავშირებული მხედველობის დაკარგვას, კატარაქტის ჩათვლით.

ვიტამინი E პასუხისმგებელია სისხლძარღვებისა და გულის მუშაობაზე. ვიტამინი A აძლიერებს იმუნურ სისტემას. ვიტამინი D კარგია ძვლებისა და კბილებისთვის.

კვერცხი მდიდარია ცილებით, რომლებიც ენერგიისთვისაა საჭირო. ამიტომ, თქვენი ფიგურის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია დღეში 1 ქათმის კვერცხის მიღება.

გაგაცნობთ რამოდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა მიირთვათ კვერცხი ყოველდღე

  1. კვერცხი გიცავთ

თქვენი სხეული აწარმოებს თერთმეტ ამინომჟავას და მას კიდევ ცხრა სჭირდება, რომ ორგანიზმმა სწორად იფუნქციონიროს. კვერცხი არის სწორედ ის პროდუქტი რომელიც დარჩენილ  ცხრა ამინომჟავას შეგივსებთ. ამინომჟავების ნაკლებობა იწვევს კუნთოვანი მასის დაკარგვას, სუსტ იმუნიტეტს, სისუსტეს, დაღლილობას, თხელი თმისა და კანის პრობლემებს.

  1. არეგულირებს ქოლესტერინის დონეს

სისხლში ქოლესტერინმა შეიძლება ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა გამოიწვიოს. არსებობს კარგი და ცუდი ქოლესტერინი. დღეში 1ან 2 ცალი  კვერცხი  დაგეხმარებათ კარგი ქოლესტერინის შევსებაში, მაგრამ ზედმეტი დოზირება გამოიწვევს ცუდი ქოლესტერინის წარმოქმნას.

  1. იმუნიტეტის გაძლიერება

დღეში ორი კვერცხი დაგეხმარებათ ინფექციების, დაავადებებისა და ვირუსების თავიდან აცილებაში. ყოველდღიური კვერცხის მიღება ხელს შეუწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.

  1. გულის პრობლემების დაბალი რისკი

ცუდი ქოლესტერინის მოლეკულები რჩება არტერიის კედლებზე და იწვევს ათეროსკლეროზს. კვერცხი ზრდის LDL ნაწილაკებს და ამცირებს გულის დაავადებების რისკს.

  1. ასტიმულირებს ტვინს

ქოლინი აძლევს თქვენს სხეულს უამრავ ენერგიასა და ძალას. ის გვხვდება უჯრედის მემბრანებში. ქოლინი აუცილებელია აცეტილქოლინის სინთეზში.

  1. ძლიერი კბილები და ძვლები

კვერცხი D ვიტამინის იშვიათი ბუნებრივი წყაროა. ეს ვიტამინი მნიშვნელოვანია თქვენი კანისა და კბილებისთვის. კვერცხი ეხმარება სხეულს კალციუმის ათვისებაში და ასევე მნიშვნელოვანია გულის, მსხვილი ნაწლავისა და მეტაბოლიზმისთვის.

  1. სახის კანის გაუმჯობესება, თმის და კანის ჯანმრთელობა

ვიტამინები B2, B5 და B12 მნიშვნელოვანია თქვენი თმის, კანისა და თვალებისთვის. ეს ვიტამინები დიდ როლს ასრულებენ ტვინისა და ღვიძლის მუშაობაში.

  1. ხედვა

ლუთეინი და ზეაქსანტინი ამცირებენ ასაკთან დაკავშირებული მაკულარული გადაგვარების და კატარაქტის რისკს. ეს ორი მიზეზი არის სიბრმავესა და მხედველობის პრობლემების ძირითადი მიზეზები. კვერცხის მირთმევის შემდეგ თქვენ ნაწილობრივ მაინც დაზღვეული იქნებით ამ დაავადებისგან.

9. წონის დაკლება

კვერცხის ყოველდღიური  იღება დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. მისი მირთმევით თქვენს ორგანიზმში დნება ცხიმი და იწვება ზედმეტი კალორიები.

10. დანაყრების შეგრძნება

კვერცხის ცილა გავლენას ახდენს მადაზე, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ცილოვანი საკვები. გაჯერების ინდექსი ზომავს საკვების გავლენას სავსების შეგრძნებაზე. კვერცხი სიის სათავეშია.

  1. სტრესი და შფოთვა

კვერცხის ამინომჟავები გავლენას ახდენს თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2004 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სეროტონინმა შეამცირა შფოთვა და სტრესი.

Facebook კომენტარები
Exit mobile version