vap.ge

ალოე ვერას გასაოცარი რეცეფტი, რომელიც იდეალურად ატენიანებს და აპრიალებს კანს.

ალოე ვერას გასაოცარი რეცეფტი, რომელიც იდეალურად ატენიანებს და აპრიალებს კანს.

ალოე ძლიერი სამკურნალო მცენარეა. მას ასევე შეუძლია საოცრება მოახდინოს ჩვენი კანისა და თმისთვის. ასე რომ, ჩვენ შემოგთავაზებთ ალოეს გელზე დაფუძნებულ რეცეპტებს, რაც თქვენს კანს გაცილებით ლამაზსა და ახალგაზრდულს გახდის და ასაკობრივ ლაქებს აღმოფხვრის. ინგრედიენტები ადვილი მოსაპოვებელი, იაფი და ეფექტურია. კანზე ხშირად მავნე ქიმიკატები უარყოფით გავლენას ახდენს. აზიანებს კანს.

შაქარი და ალოე, როგორც ამქერცლავი გელი

ნებისმიერი პროცედურის დაწყებამდე მნიშვნელოვანია ამქერცლავი სკრაბის წასმა, რათა ამოვიღოთ მკვდარი უჯრედები. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ ბუნებრივი პროდუქტის მაქსიმალურად ათვისებას.

თასში აურიეთ ალოეს შიდა გელი და შაქარი. წაისვით სახეზე, ნაზი მოძრაობებით დაიმუშავეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ ეს სკრაბი კვირაში ორჯერ.

ვაშლი და ალოე კანის განახლებისთვის

ვაშლს აქვს კანის აქერცვლისა და რეგენერაციის შესანიშნავი უნარი. ამრიგად, ეს ხელს უწყობს კანის ტონის სრულყოფას და მუქი ლაქების მოცილებას. ვაშლი გახეხეთ ბლენდერში. შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ვაშლის საწებელი, 1 სუფრის კოვზი ალოეს გელი და 1 სუფრის კოვზი შვრიის ფაფა.
წაისვით სუფთა კანზე, გააჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

რძე, თაფლი და ალოე კანის დასატენიანებლად

ამ ინგრედიენტებს შეუძლიათ ღრმა დატენიანება. შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ალოეს გელი, რძე და თაფლი, სანამ პასტა არ წარმოიქმნება. წაისვით ნიღაბი სუფთა კანზე და გააჩერეთ 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. ალოეს მრავალი სამკურნალო თვისება აქვს და შესანიშნავია დამწვრობის სამკურნალოდ, კანის რეგენერაციისა და კვებისათვის.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version