vap.ge

Როდის არის ხილის ჭამის საუკეთესო დრო? რომელი ხილია ყველაზე სასარგებლო?

Როდის არის ხილის ჭამის საუკეთესო დრო? რომელი ხილია ყველაზე სასარგებლო?

ყველამ იცის, რომ ხილი ძალიან ჯანსაღია. გარდა ამისა, ეს არის უგემრიელესი. მაგრამ როდის შეიძლება მათი ჭამა: დილით უზმოზე, საღამოს ძილის წინ, სადილის წინ ან შემდეგ?

აქ არის პასუხი: ხილს საუკეთესოდ მიირთმევენ დილით.

ხილი საუზმეზე შესანიშნავი გზაა თქვენი დღის დასაწყებად. ისინი მოგცემენ ენერგიას, რაც ასე აუცილებელია დღის პირველ ნახევარში რომ კარგად იმუშაოთ.
მაგრამ გახსოვდეთ, რომ ხილი ნაკლებად ცხიმიანია, ამიტომ დილაობით არ შემოიფარგლოთ მხოლოდ ამ საკვებით. თქვენს სხეულს ასევე სჭირდება ნახშირწყლები, განსაკუთრებით ბოჭკოვანი.

ხილის მირთმევა შეგიძლიათ შუადღეზეც. შესანიშნავია ხილის.მიღება  ჯერ კიდევ მაშინ როცა აქტიურად ხართ ჩართული  მუშაობის პროცესში, ან სულაც ვარჯოშობთ.
გარდა ამისა, ბევრი რამ დამოკიდებულია თავად ხილზე. მაგალითად, სადილის შემდეგ კარგია  ყურძენი,  ამ შემთხვევაში იგი ჯობია  მაგალითად ბანანს.

მიირთვით მეტი ხილი, მაგრამ გაითვალისწინეთ ეს ძირითადი პრინციპები:

არ აურიოთ მჟავე და ტკბილი ხილი. შეეცადეთ ერთ ჯერზე ერთ ტიპის ხილი მიირთვათ.  ყოველთვის მიირთვით ახალი ხილი - თავიდან აიცილეთ სასურსათო მაღაზიაში დაკონსერვებული, დამუშავებული, გაყინული ან წვნიანი ხილი. შეიძინეთ ორგანული პროდუქტები შეძლებისდაგვარად.

აქვე გეტყვით რომელია ყველაზე სასარგებლო ხილი

გარგარი

ნედლი გარგარიც და მისი ჩირიც ბეტა კაროტინის ნამდვილი საბადოა.
ბეტაკაროტინი კი კანის დაბერებას ებრძვის, იგი ასევე სასარგებლოა მხედველობისათვის, აუმჯობესებს ნერვულ სისტემას და დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას და მაგნიუმს.

მანგო

ერთ მანგოში მთელი დღის საჭირო ც ვიტამინის მარაგია, ახდენს ართრიტის პროფილაქტიკას, აუმჯობესებს ჭრილობების მოშუშებას და იმუნიტეტის ამაღლებას.

პაპაია

არაჩვეულებრივი ხილია, ამცირებს პოლიართრიტის რისკს და აქვეითებს ქოლესტერინს.

გოგრა

დიეტური პროდუქტი და ვიტამინების ნამდვილი საბადოა. რბილობი ბევრ უჯრედისს შეიცავს და ძალიან დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე. ანტიოქსიდანტები მხედველობას, სმენას, კანის მდგომარეობას, გულ-სისხლძრღვთა სისტემას და იმუნიტეტს აძლიერებენ.
შეიცავს С, Е, РР და В ჯგუფის ვიტამინებს. ასევე რკინას, კობალტსა და თუთიას, რის გამოც ანემიის ან დაბალი ჰემოგლობინის წინააღმდეგ შესანიშნავი საშუალებაა.

ყურძენი

კალიუმის, კალცის, ნატრიუმის, იოდის, ფოსფორის, თუთიის, მაგნიუმისა და ფოლიუმის მჟავის წყაროს წარმოადგენს.

დამტკიცებულია, რომ ყურძენი სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ეხმარება ანემიასა და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version