vap.ge

8 პროდუქტი, რომელიც კლავს ნიკოტინს

8 პროდუქტი, რომელიც კლავს ნიკოტინს

ნიკოტინი სიგარეტის სწორედ ის შემადგენელი კომპონენტია, რომელიც ასე რთულს ხდის მოწევის თავის დანებებას. ნიკოტინი არის კაცობრიობისთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე მიჩვევადი ქიმიკატი. უკვე საუკუნეებია, რაც სიგარეტს ეწევიან მთელს მსოფლიოში.
ნიკოტინი არის სტიმულანტი, რომელსაც შეუძლია დაბლოკოს ნერვების და კუნთის სათანადო მუშაობა. თამბაქოს მცენარე შეიცავს ნიკოტინს, რომელიც მატებს გულის ფეთქვას, სისხლის წნევას და ასევე ზრდის ინსულტის რისკს.
მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა და მეცნიერული მტკიცებულებებისა, თუ როგორი მავნებელია ნიკოტინი, ადამიანები მაინც ირჩევენ მოწევას. ხანდახან ირჩევენ თამბაქოს დაღეჭვასაც, რაც ნაკლებად საზიანოა, მაგრამ ის მაინც შეიცავს ნიკოტინს. და თუ თქვენ ეწევით, შესაძლებელია ორგანიზმიდან ნიკოტინის გამოდევნა განსაზღვრული პროდუქტების მიღებით.
1. ბროკოლი
შეიცავს B5, C და B ვიტამინებს, პასუხისმგებელია ორგანიზმში მრავალი მნიშვნელოვანი პროცესის რეგულირებაზე. ვიტამინების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის არაოპტიმალური მუშაობა. ბროკოლის მიღება აღადგენს C ვიტამინს და ინარჩუნებს მეტაბოლიზმს, აგრეთვე იცავს ფილტვებს ტოქსინებისგან. ბროკოლი შეიცავს NRF2 გენს, რაც იცავს ფილტვების უჯრედებს მავნე ნივთიერებებისგან.
2. ფორთოხალი
ძლიერი ციტრუსია, რომელიც ნიკოტინისგან სტრესმიღებულ ორგანიზმს ავსებს C ვიტამინით. ფორთოხლის მიღება აღადგენს C ვიტამინის დონეს და ამცირებს ნიკოტინის მიმართ ლტოლვისგან გამოწვეულ სტრესს და აღგზნებას.
3. ისპანახი
შეიცავს ფოლიუმის მჟავას, B9 ვიტამინს, რომელიც ცნობილია, როგორც ნიკოტინის განმდევნი ორგანიზმიდან. ნიკოტინს შეუძლია დაარღვიოს ნორმალური ძილი, რაც მწეველებს ხშირად აწუხებთ. ფოლიუმის მჟავის მიღება აგრეთვე მნიშვნელოვანია სიგარეტის გადაგდების მცდელობისას, რადგან ფოლიუმის მჟავა თამაშობს სასიცოცხლო როლს მენტალურ და ემოციურ კეთილდღეობაში.
4. კოჭა
დაგეხმარებათ ნიკოტინისგან და მოწევისგან გამოწვეული მრავალი არასასურველი სიმპტომის დამარცხებაში. სრული ეფექტისთვის უნდა მიიღოთ უმი ჯინჯერი (კოჭა), რათა შეიმსუბუქოთ ნიკოტინის ძლიერი სურვილი, შეინარჩუნოთ წონის ჯანსაღი კლება და შეამციროთ ნიკოტინით გამოწვეული ტოქსინები სისხლში. კოჭა დაგეხმარებათ მოწევის შეწყვეტაში.
5. მოცვი
მოცვში არსებული მჟავა ნიკოტინს თქვენი სისხლიდან გამოდევნის იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს ჩვეულებრივ შესაძლებელია. მოცვი, ისევე როგორც ნიკოტინი, მაღლა წევს შაქრის დონეს სისხლში. ამგვარად სიგარეტის მოცვით ჩანაცვლებას შეუძლია შეაჩეროს მოწევის ძლიერი სურვილი. როდესაც გსურთ ნიკოტინის გადაგდება, მიიღეთ მოცვი და სიგარეტის გადაგდებით გამოწვეული სიმპტომები არ შეგაწუხებთ.
6. ლიმონი
არის ძლიერი იარაღი ნიკოტინის დასამარცხებლად. თუ თქვენ ეწევით, ნიკოტინი რჩება ორგანიზმში 3 დღე და აზიანებს კანის უჯრედებს და ფორებს. ხელი შეუწყეთ იმუნიტეტს და კანის ჯანმრთელობას ლიმონის დახმარებით. ლიმონმჟავა და ვიტამინი C სწრაფად დაამარცხებს ნიკოტინისგან და მოწევისგან გამოწვეულ არასასურველ სიმპტომებს.
7. სტაფილო
რეგულარული მწეველი ანადგურებს A და C ვიტამინს თავის ორგანიზმში. ზიანდება ნერვული უჯრედები, ცირკულაცია და ტვინის ფუნქციონირება. ხელი შეუწყეთ თქვენს ორგანიზმს და რეგულარულად მიიღეთ სტაფილო, რათა აღადგინოთ A, C და K ვიტამინების დონე, ამგვარად გააძლიერებთ ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას.
8. ბროწეული
მოწევა იწვევს გულისცემის გახშირებას და სისხლის წნევის აწევას, ამცირებს ჟანგბადის დონეს თქვენს სისხლში. ამ სიმპტომების დაპირისპირების მიზნით ბროწეულის მიღება გააუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და დაეხმარება ორგანიზმს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში

 

Facebook კომენტარები
Exit mobile version