თაფლის მასაჟი სახისა და სხეულისთვის
თუ გსურთ გალამაზდეთ და მთელი სხეული საფუძვლიანად გააუმჯობესოთ, მაშინ თაფლის მასაჟი სწორედ თქვენთვისაა.
ნატურალურ თაფლს სასწაულების მოხდენა შეუძლია ჩვენს კანზე.
თაფლის მასაჟი საშუალებას აძლევს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეაღწიონ კანის ღრმა ფენებში და იმოქმედონ რეცეპტორებზე, რაც იწვევს ბევრ რეფლექსურ რეაქციას. პროცედურის დროს, სისხლის მიმოქცევა აქტიურდება და სხეულის ზოგადი ტონი იზრდება.
თაფლის დახმარებით შეგიძლიათ განახორციელოთ როგორც ზოგადი ჯანმრთელობის მასაჟი, ასევე ინდივიდუალური ადგილების მასაჟი: სახის, ზურგის, მუცლის, ბარძაყისა და დუნდულების. თაფლის მასაჟი ლოყებზე გარანტირებულია ფილტვების მუშაობის გასაუმჯობესებლად. შუბლის მასაჟით, მცირე ნაწლავს დაეხმარებით; ცხვირზე მოქმედება დადებითად აისახება გულის აქტივობაზე; ნიკაპის მასაჟით სტაბილიზაციას უკეთებთ შარდსასქესო სისტემას.
გარდა ამისა, თქვენ გაასუფთავებთ კანს მკვდარი უჯრედებისგან, გაათავისუფლებთ კანს ტოქსინებისგან და გაზრდით მის ტონუსს. 2-3 პროცედურის შემდეგ, თქვენ იგრძნობთ გაუმჯობესებას, კანი გახდება გლუვი და შეიძენს შესაშურ სინაზეს. თუ სხეულის თაფლის მასაჟს მიმართავთ, მაშინ დაემშვიდობებით ცელულიტს და ცხიმს. შეძლებთ იამაყოთ ტონირებული კუნთებით და მკვრივი სხეულით.
ზოგადი მასაჟის ჩატარებით, თავიდან აიცილებთ უამრავ დაავადებას, გააუმჯობესებთ ძილს, გააქტიურებთ თავის ტვინს, არტერიული წნევის ნორმალიზებას, იმუნური სისტემის გაძლიერებას და სხეულის წინააღმდეგობის გაზრდას მრავალი ინფექციის მიმართ.
თაფლი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი, მთავარია ის იყოს საკმარისად თხევადი იმისათვის რომ დაიტანოთ სხეულზე.
ერთი მასაჟისათვის: თეძოზე, დუნდულებზე, და მუცელზე დაგჭირდებათ 3 სუფრის კოვზი თაფლი. ძალიან კარგი ანტიცელულიტური თვისებები აქვს თაფლში 3-5 წვეთი გრეიფრუტის, ფორთოხლის ან ლავანდის ზეთის დამატებას.
არსებობს თაფლის მასაჟის 2 მეთოდი. ნაზი და უხეში.
ნაზი მეთოდი: დაიტანეთ ხელისგულზე თაფლი და ის შეიძილეთ კანში 5-10 წუთის მანძილზე მსუბუქი დარტყმებით, რამდენიმე წუთი კიდევ განახორციელეთ ეს მსუბუქი დარტყმები თაფლწასმულ ადგილებზე და შემდეგ ნაზი “მაჩალკით” ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამის შემდეგ წაისვით კანზე დამატენიანებელი რძე.
უხეში მეთოდი: უფრო ძლიერი გაწმენდისათვის, ასევე დარტყმებით შეიძილეთ კანში თაფლი, შემდეგ ხელებით მაგრად დააწექით თაფლწასმულ ადგილებს და უცებ აიღეთ ხოლმე. მალე კანის ზედაპირზე უნდა გაჩნდეს თეთრი მასა, ეს თაფლს ამოაქვს ორგანიზმიდან შლაკები. 15 წუთში უნდა დაასრულოთ სეანსი და ისევ თბილი წყლით ჩამოიბანოთ და წაისვათ დამატენიანებელი კრემი ან რძე.
უხეში მასაჟი გაცილებით მტკივნეულო და უსიამოვნოა და ტოვებს სისხლცაქცევებს და დალურჯებებს კანზე, მაგრამ ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე ნაზი მასაჟი, განსაკუთრებით ცელულიტთან ბრძოლისას.