vap.ge

ნატურალური პროდუქტი, რომელიც იოდის უდიდესი წყაროა.

ნატურალური პროდუქტი, რომელიც იოდის უდიდესი წყაროა.

დაივიწყებთ ჩიყვთან დაკავშირებულ პრობლემებს!

ფეიხოას ნაყოფს აქვს უზარმაზარი სამკურნალო დანიშნულება.

იგი გარეგნულად მწვანე ფერისაა, ხოლო გემო მოგაგონებთ ანანასის, კივის ან ტყის მარწყვის გემოს. ფეიხოას კანს არასასიამოვნო გემო აქვს, თუმცა იგი შეიცავს უამრავ ვიტამინს, ანტიოქსიდანტს, რომელსაც ანტისიმსივნური თვისებები გააჩნია. გირჩევთ გაახმოთ ფეიხოას კანები და შემდეგ ჩაიში ჩაუმატოთ.

ფეიხოა ასევე უნიკალურია თუნდაც იმით რომ მასში შემავალი იოდის რაოდენობა შეიძლება შევადაროთ ზღვის პროდუქტებში არსებულ იოდის რაოდენობას. ფეიხოას ნაყოფი ჩიყვის სამკურნალოდ უპირველსი პროდუქტია, რომელიც ძალიან ეფექტურად ავსებს იოდის დეფიციტს ორგანიზმში.

ასევე ფეიხოას რეგულარული მიღება რეკომენდირებულია ათეროსკლეროზის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ასევე, ფეიხოა აძლიერებს იმუნიტეტს და გვეხმარება გრიპის ეფექტურად დამარცხებაში.

ფეიხოას ნედლ მურაბაში ყველაზე მეტად არის შენარჩუნებული მისი სასარგებლო თვისებები.

ინგრედიენტები: 1 კგ ფეიხოა და 1კგ შაქარი

მომზადების და მიღების წესი:

ფეიხოას ნაყოფი კარგად გავრეცხოთ, მოვაჭრათ ბოლოები და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, ჩავუმატოთ 1 კგ შაქარი. ქილები დავასტერილიზოთ და მოვათავსოთ ქილებში, შევინახოთ მაცივარში 2 თვის მანძილზე.

ჩიყვის მკურნალობის დროს მივიღოთ 1 ს/კ ფეიხოას ცოცხალი მურაბა დილით და საღამოს 10 დღის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ 10 დღეს და ისევ განაგრძეთ მკურნალობა.

ფეიხოას ცოცხალი მურაბა წარმოადგენს უეფექტურეს სამკურნალო საშუალებას ორგანიზმში იოდის დეფიციტის შესავსებად.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version