სტრიები ქალების უმრავლესობას აწუხებს, ამიტომ გირჩევთ რამდენიმე პროდუქტს, რომელიც დაგეხმარებათ მის მოშორებაში.
აბუსალათინის ზეთი
აბუსალათინის ზეთი წაისვით იმ ადგილებზე, სადაც სტრიები გაქვთ და ცელოფნის პარკით შეიხვიეთ. დაიტოვეთ ზეთი 30-40 წუთის განმავლობაში და შემდეგ დაიბანეთ.
კვერცხის ცილა
კვერცხის ცილას შეუძლია, რომ კანი გადაჭიმოს, რაც სტრიების შემთხვევაში ძალიან ეფექტურად მოქმედებს.
ალოე
ალოე ძალიან ეფექტურია, მისი წვენი იდეალურად აშორებს სტრიებს და კანს უფრო გლუვს და ნაზს ხდის.
წყალი
დღეში 10-12 ჭიქა წყალი დალიეთ. ეს კანისთვის, მითუმეტეს ასეთი პრობლემური შემთხვევის დროს იდეალურია.
ლიმონის წვენი
გაჭერით ლიმონი და ერთი ნაწილით კარგად დაამუშავეთ სტრიები, შემდეგ კი ცივი წყლით დაიბანეთ. გირჩევთ ამ ხერხს ყოველ დღე მიმართოთ.
კარტოფილი
გაჭერით კარტოფილი, ერთი ნაჭერი დანაყეთ და დაიდეთ სტრიებზე. ცოტა ხანში კი თბილი წყლით დაიბანეთ.
შაქრის სკრაბი
თითო ჩ/კ შაქარი, ლიმონის წვენი და ნუშის ზეთი ერთმანეთს შეურიეთ და ნაზავი პრობლემურ ადგილას წაისვით, 20 წუთში კი დაიბანეთ.