რჩევები- რა უნდა გააკეთოთ, თუ ტკიპამ გიკბინათ?
პანიკაში ნუ ჩავარდებით, ყველას შეუძლია ამ პრობლემას გაუმკლავდეს მარტივად.
თავდაპირველად გეტყვით, რომ ტკიპა კანზე 36–48 საათი მაინც უნდა იყოს, რათა ბაქტერია გადაგედოთ. ამიტომ თუ იპოვით ტკიპას ტანზე და ის შესიებულია, შესაძლოა დიდი დრო იყოს გასული. ტკიპის სწრაფად მოცილება ამცირებს ლაიმის დაავადებით ინფიცირების რისკებს.
საუკეთესო ვარიანტია სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირება, სადაც ამ პატარა ტკიპას ამოღების "ოპერაცია" კვალიფიციური წესით განხორციელდება. ძირითადად, ის კლინიკისგან შორს არის, რადგან ტკიპები ძირითადად ტყეებში, ქალაქის გარეთ გვხვდება. თუ თხელი პინცეტი გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ. შეეცადეთ მჭიდროდ დაიჭიროთ სხეულის ნაწილი და პინცეტის დახმარებით ამოიღეთ.
რა მოხდება, თუ ტკიპა მოშორების დროს კანის ქვეშ დარჩა?
საჭიროა მისი გამოყვანა. ამის გაკეთება შეგიძლიათ შემდეგნაირად. სტერილური სპირტი გაახურეთ და მისი გამოყენებით ბოლოდე ამოიღეთ რაც პინცეტმა ვერ ამოიტანა. თავი დაუყოვნებლივ უნდა ამოიღოთ - სწორედ პარაზიტის სანერწყვე ჯირკვლებში მდებარეობს ვირუსის ძირითადი კონცენტრაცია. მოცილების შემდეგ, ნუ გადააგდებთ პარაზიტს! განათავსეთ იგი ქილაში ან ბოთლში წყლით დასველებული ბამბის ტამპონზე და კარგად დახურეთ სახურავი. ამის შემდეგ თქვენ უნდა მიიტნოთ ლაბორატორიაში ანალიზისთვის რაც შეიძლება მალე, ხოლო თუ ტკიპას დაუყოვნებლად ვერ წაიღებთ, შეინახეთ მაცივარში. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ანალიზის შედეგი - დარწმუნდეთ, რომ ტკიპა არ იყო ენცეფალიტი.
როგორ დავიცვა თავი ტკიპისგან?
ტკიპის ნაკბენისგან თავის დასაცავად სპეცილისტების რჩევაა, ერიდოთ ტყეებს, ბუჩქებსა და მაღალ ბალახებს. თუ მაინც მოხვდით ასეთ ადგილებში, სასურველია შესაბამისად გეცვათ და ყურადღებით იყოთ, სადმე ტკიპა ხომ არ არის. გასეირნების შემდეგ კი, სასურველია, შხაპი მიიღოთ და თქვენი სხეული ყურადღებით დაათვალიეროთ.
ტყეში ან ბალახოვან ადგილებში სეირნობის დროს, რეკომენდებულია მაქსიმალურად დახურული ტანსაცმლის ტარება. ეს არის მაღალყელიანი ფეხსაცმელი, გრძელსახელოებიანი პერანგი და ქუდი. ერთი მხრივ, რაც უფრო ბევრი რამ გაცვიათ, მით უფრო დიდი დრო სჭირდება ტკიპას, რომ თქვენს კანამდე მიაღწიოს. მაგრამ მეორე მხრივ, ასე უფრო იოლია მისთვის სადმე დამალვა და მოგვიანებით კბენა. ამიტომ სახლში დაბრუნების შემდეგ ტანსაცმელიც ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ.