vap.ge

დაივიწყეთ გულძმარვის და მუცლის შებერილობის შესახებ. ყველაზე ეფექტური საშუალებაა

დაივიწყეთ გულძმარვის და მუცლის შებერილობის შესახებ. ყველაზე ეფექტური საშუალებაა

ფენხელის (დიდი კამა-Foeniculum) დადებით თვისებებზე ალბათ ყველას სმენია. ის ძალიან სასარგებლოა ჩვენი საჭმლის მონელების სისტემისთვის, ებრძვის შებერილობას და სპაზმებს.

მეტეორიზმი ანუ მუცლის შებერილობა შეიძლება აწუხებდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, ცხოვრების წესისა ან ჯანმრთელობის მდგომარეობისა.

შებერილობა ზოგჯერ ჯანმრთელ ადამიანებსაც აწუხებთ, თუმცა უმეტესად წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის ერთ-ერთ დარღვევას. მის შედეგად იზრდება ნაწლავებში აირების ჭარბი მოცულობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს შებერილობისა და „სავსე მუცლის“ შეგრძნებას.

მუცლის შებერილობის მიზეზი საკვების გარდა შეიძლება ბევრი სხვა ფაქტორიც იყოს. მაგალითად, ძლიერი სტრესი, მავნე, დაბინძურებული ნივთიერებების ზემოქმედება, ყოველდღიური აუცილებელი წამლების მიღებაც კი.

მუცლის შებერილობას ხანმოკლე ტკივილი ახასიათებს. კვების დროს გადაყლაპული აირები ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმიდან, ბოყინის სახით, თავისით გამოიყოფა, რაც საკვების მიღების შემდეგ ნორმად ითვლება.

საკვების არასრული მონელების შედეგად ნაწლავებში წარმოქმნილი აირები მუცლის არეში დისკომფორტს იწვევს, განსაკუთრებით – მსხვილი ნაწლავის (კოლინჯის) ფიზიოლოგიური ნაკეცების გასწვრივ, ადამიანმა შესაძლოა იგრძნოს ყრუ ან მკვეთრი,მჭრელი ტკივილი მუცლის ზედა ან შუა ნაწილში.

სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებელ საშუალებას გასწავლით დღეს. როგორც უკვე ვახსენეთ, შებერილობისთვის საკმაოდ ეფექტური საშულებაა ფენხელის თესლი.

როგორ გამოვიყენოთ?

იმისთვის, რომ შებერილობა თავიდან აიცილოთ, ან უმკურნალოთ, შეიძინეთ ორგანული ფენხელის თესლი და მიირთვით ½ ჩ/კ საკვების მიღების შემდეგ. თუ ეს მეთოდი არ მოგწონთ, შეგიძლიათ ფენხელის ჩაი მოამზადოთ. უბრალოდ ჩაყარეთ ორგანული ფენხელის თესლის 1 ჩ/კ ჭიქაში და მას მდუღარე წყალი დაასხით. დატოვეთ ჩაი 5 წუთით, გადაწურეთ და დალიეთ. შებერილობა 5–10 წუთში გაქრება.

ასევე ეს გულძმარვასთან და გულისრევის შეგრძნებასთან ბრძოლის ერთ–ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version