vap.ge

ენის გაწმენდა აუცილებელია! ის რაც აქამდე არ იცოდით, საინტერესოა!

ენის გაწმენდა აუცილებელია! ის რაც აქამდე არ იცოდით, საინტერესოა!

ენის წმენდა ან ენის გახეხვა არის ნაზი პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს ენის გაწმენდას ბაქტერიებისგან, საჭმლის ნარჩენებისგან და ტოქსინებისგან, რომლებსაც თქვენი ენა გამოიმუშავებს ძილის დროს.

რეკომენდებულია ყოველდღიური ენის წმენდა.

ენის წმენდის უპირატესობები :

აუმჯობესებს თქვენს სუნთქვას

ცუდი სუნი პირიდან შეიძლება გამოწვეული იყოს ენაზე დაგროვებული ბაქტერიებით. კვლევებმა აჩვენა, რომ ენის რეგულარული წმენდა უზრუნველყოფს ბაქტერიების შემცირებას ენაზე.

აუმჯობესებს საჭმლის გემოს შეგრძნებას

თუ თქვენი ენა დაფარულია ლორწოთი და ნადებით, ენის გემოვნებითი დვრილები შეიძლება დაიბლოკოს და საჭმლის ნამდვილი გემო ვერ იგრძნოთ. კვლევები ადასტურებენ, რომ ორკვირიანი ენის გახეხვის შემდეგ თქვენი დაგემოვნების შეგრძნება გაუმჯობესდება.

აუმჯობესებს პირის ღრუს ჯანმრთელობას

ბაქტერიის, ნადების და ტოქსინების მოშორება ენიდან უზრუნველყოფს კბილებისა და პირის ღრუს სიჯანსაღეს.

აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას

ენის ხეხვა უზრუნველყოფს სპეციალური ფერმეტების გამომუშავებას, რომლებიც აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას.

ენის გასახეხი უფრო ეფექტურია ვიდრე კბილის ჯაგრისი

თქვენ შეგიძლიათ გაიხეხოთ ენა კბილების ჯაგრისით, მაგრამ როგორც კვლევებმა აჩვენა ეს არის ნაკლებად ეფექტური, ენის სპეციალურ სახეხთან შედარებით. ამ უკანასკნელს შეუძლია აქროლადი გოგირდის მოშორება ენიდან, რომელიც ცუდი სუნთქვის ერთ-ერთი წარმომქმნელია.

როგორ გავიხეხოთ ენა?

ენის გახეხვა უნდა მოხდეს ყოველდღე, ჭამამდე.
დადექით სარკესთან. მოათავსეთ ენის სახეხი ენის უკანა ნაწილას და დაიწყეთ ენის ნაზად წმენდა. გამოივლეთ წყალი და გაიმეორეთ ეს პროცედურა, მანამდე სანამ არ იგრძნობთ, რომ თქვენი ენა სუფთაა. 7-14 პროცედურა იქნება ამისთვის საჭირო.

სად შეიძლება შევიძინო ენის გასახეხი ?

ენის სახეხი მრავალი სტილის შეიძლება იყოს, მაგალითად : ვერცხლის, ოქროსი და პლასტმასის. ის შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ-მაღაზიებში ან იმ დაწესებულებებში, სადაც იყიდება სტომატოლოგიური ნივთები.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version