vap.ge

თუ თქვენი სხეულის უსიამოვნო სუნი გაწუხებთ, მაშინ ეს რჩევები თქვენთვისაა!

თუ თქვენი სხეულის უსიამოვნო სუნი გაწუხებთ, მაშინ ეს რჩევები თქვენთვისაა!

ჩვენი სხეულის სუნი ფერმენტაციისა და ორგანიზმში ლპობის პროცესების შედეგია. ყველაზე „მყრალად“ ითვლება ცხოველური პროდუქტები, ასევე რაფინირებული, ძნელად დასამზადებელი საჭმელები. გავრცელებული აზრის თანახმად, ცუდი სუნის მიზეზი ოფლია, მაგრამ ამ უკანასკნელს სინამდვილეში სუნი არ აქვს.

საქმე ისაა, რომ ბაქტერიები, რომლებიც ცოცხლობენ ჩვენს სხეულზე : იღლიებში და საზარდულში, „სვამენ“ ჩვენს ოფლს. სპეციალური ჯირკვლების საშუალებით გამოიდევნება სუნიანი ნივთიერებები.

თქვენი სხეული არ “ყარს”, ყარს ის ბაქტერიები, რომლებიც თქვენს ორგანიზმში ცოცხლობენ.
ყველა ადამიანს ინდივიდუალური სუნი აქვს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ჯანმრთელობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგალითად, თუ თქვენს ოფლს ქლორის სუნი აქვს, ეს მიანიშნებს ღვიძლისა ან თირკმლის უკმარისობაზე. დიაბეტიანებს კი ხშირად ხილის სუნი აქვთ კანზე.

ადამიანის სქესიც კი დიდ როლს თამაშობს ამ საქმეში.

ჟენევაში ჩატარებული გამოკვლევების თანახმად აღმოჩნდა, რომ ქალების სუნი ხშირად წააგავს ხახვის სუნს. ეს იმიტომ რომ ისინი გამოყოფენ გოგირდოვან ოფლს, რომლებიც რეაქციაში შედიან ბაქტერიებთან. მეორე მხრივ, კაცების ოფლი მეტია ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც წარმოქმნიან არასასიამოვნო „ყველის“ სუნს.
როგორც არ უნდა იყოს, სხეულის არასასიამოვნო სუნმა შეიძლება შეგიქმნათ მრავალი სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემა.

რა უნდა ვქნათ, რომ ეს სუნი ავირიდოთ თავიდან ?

ყველაზე მარტივი რჩევა ანტიპერსპირანტია, მაგრამ მას ერთი პრობლემა აქვს. დოქტორ ჟოზეფ მერკოლის თქმით ის ზრდის ალცჰაიმერი დაავადების რისკს. ანტიპერსპირანტები შეიცავენ ალუმინს, რომელსაც აქვს ტვინთან კავშირი. ეცადეთ, რომ გამოიყენოთ ამ ელემენტის გარეშე. ასეთის მოძებნა ძნელია.
ასევე არსებობს ანტიბაქტერიული საპონი. კარგად ჟღერს, მაგრამ აქაც ერთი პრობლემაა : თქვენ როგორც არასასარგებლო ისე სასარგებლო ნივთიერებებს მოკლავთ.

თუმცა არსებობს 5 ალტერნატივა :

1) გადახედეთ თქვენს დიეტას !

მოერიდეთ წითელ ხორცს, ასევე ისეთ პროდუქტებს, რომლებიც შეიცავს ბევრ ზეთსა და ცხიმს.

2) გამოიყენეთ საცხობი სოდა.

შხაპამდე , საცხობი სოდა შეიზილეთ იღლიებში, მერე კი ჩვეულებრივად დაიბანეთ.

3)დალიეთ უფრო მეტი პრობიოტიკები

პრობიოტიკები არის იოგურტი, კეფირი და სხვა რძის ნაწარმი, რომლებიც ბიფიდო -ბაქტერიებს შეიცავენ. ისინი აჯანსაღებენ სუნთქვას, ასევე ცუდი სუნი პირიდან კბილების ბრალი არ არის, არამედ მონელების სისტემის.

4) გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი

შეიზილეთ ის კანზე კვირაში რამდენჯერმე. იგი მოიცავს ჰიალურონის მჟავას, მას აქვს ბუნებრივი ანტიბაქტერიული ეფექტი.

5) ეცადეთ დეოდორანტი შეცვალოთ ლიმონის წვენით

ცადეთ ეს ექსპერიმენტი, ლიმონმჟავა ზრდის მჟავიანობას პრობლემურ ადგილებში და აჩერებს მიკროორგანიზმების ზრდას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version