vap.ge

მინიმალური ინგრედიენტებით უმარტივესი და უგემრიელესი შოკოლადის ნამცხვარი

ამ რეცეპტით ნამცხვარი ცხვება 3 წუთში მიკროტალღურ ღუმელში. თუკი ჩვეულებრივ ღუმელში გსურთ გამოცხობა, 180 გრადუსზე 30-40 წუთი დასჭირდება.

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 220 გ
  • კაკაო - 30 გ
  • გამაფხვიერებელი - 10 გ
  • შაქარი - 130 გ
  • ზეთი - 100 მლ
  • თბილი წყალი - 300 მლ
მინანქარი
  • შოკოლადი - 150 გ
  • ზეთი - 3-4 სკ
  • მიწისთხილი
მომზადების წესები

ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი გაცერით, დაუმატეთ შაქარი, ზეთი და თბილი წყალი. კარგად გათქვიფეთ.

ეს მასა გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში (ჩვენთან 16X26 სმ) და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ ტემპერატურაზე 3 წუთით.

გამომცხვარ ბისკვიტს თავი გადაუსწორეთ და მოასხით მინანქარი (შოკოლადი გაადნეთ, დაუმატეთ ზეთი და კარგად ამოურიეთ, სურვილისამებრ დაუმატეთ მიწისთხილი).

გემრიელად მიირთვით!

Facebook კომენტარები
Exit mobile version