vap.ge

 გიყვართ საზამთრო? მაშინ უნდა იცოდეთ, როგორ მოქმედებს იგი თქვენს სხეულზე.

 გიყვართ საზამთრო? მაშინ უნდა იცოდეთ, როგორ მოქმედებს იგი თქვენს სხეულზე.

საზამთრო 100%-ით დიეტური პროდუქტია. ის დაბალკალორიულია - 100 გრამში მხოლოდ 30 კილოკალორიაა. შეიცავს უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. საზამთროს 98% წყალია. მასში ბევრია მინერალური ნივთიერება. შეიცავს ბეტა-კაროტინსაც.

დროის მოკლე მონაკვეთში საზამთროს დიეტის მეშვეობით შეგიძლიათ შესამჩნევად გახდეთ და გაჯანსაღდეთ. საზამთროს დიეტა ადვილი გადასატანია. ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება ხდება სითხის ინტენსიური გამოდევნის ხარჯზე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხიმის ფენების შემცირებას და წმენდს ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებებისგან. ამასთანავე, საზამთროს დიეტა არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

საზამთრო წმენდს და ზედმეტი სითხისგან განტვირთავს ორგანიზმს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, გვაწვდის ადვილად ასათვისებელ შაქრებს, რკინას, ფოლიუმის მჟავას, მაგნიუმს, გვიცავს სისხლნაკლებობისგან, სკლეროზისა და სიმსივნეებისგან. საზამთრო მიჩნეულია სამკურნალო დიეტის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, სიმსუქნის, შარდკენჭოვანი დაავადებისა და საშარდე გზების დაავადებების დროს. ის აუცილებელია მათთვის, ვისაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა აქვს დანიშნული.

საზამთროს “პროცედურები”

საზამთროს ქერქი თეთრი რბილობიანად კარგად გარეცხეთ, გამოაშრეთ ღუმელში და დააქუცმაცეთ. 2 სუფრის კოვზს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და ერთი საათი გააჩერეთ. გამომშრალი საზამთროს ქერქი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში ქაღალდის პარკით. ნაყენი რეცხავს სანაღვლე გზებს და აქრობს ანთებას. მკურნალობის კურსია 2-3 კვირა, მერე რამდენიმე თვე უნდა შეისვენოთ.

ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს თითო კურსი. ასეთივე სამკურნალო თვისება აქვს საზამთროს კურკებს. გარეცხილი კურკები გააშრეთ და შეინახეთ, საჭიროების შემთხვევაში კი დაფქვით. დოზირება ასეთია: 2 სუფრის კოვზ დაფქულ თესლს დაასხით მდუღარე წყალი, გააგრილეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

 

Facebook კომენტარები
Exit mobile version