vap.ge

უგემრიელესი წვნიანი და ფუმფულა კატლეტები

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცის ფარში - 700 გ
  • პური ბატონი - 1/2 ცალი
  • რძე - 150 მლ
  • ოხრახუში და კამა - 1 კონა
  • ხახვი - 3 თავი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • მარილი - 1/2 ჩ/კ
  • პომიდორი - 3 ცალი, საშუალო ზომის
  • ზეთი - 2 ს/კ

მომზადების წესი:
დაალბეთ პურის ნაჭრები რძეში.
ხახვი და ნიორი დააბლენდერეთ და დაუმატეთ მარილი, დამბალი პური, ყველაფერი კარგად ათქვიფეთ.
მიღებული მასა შეურიეთ ფარშს.
პომიდორს გააცალეთ კანი (წინასწარ რამდენიმე წუთი გააჩერეთ ადუღებულ წყალში), დაჭერით წვრილად. მწვანილიც დაჭერით წვრილად და შეურიეთ პომიდორს. გააჩერეთ ცოტა ხნით და გადაუღვარეთ წვენი, რომელსაც გამოუშვებს.
შეურიეთ პომიდორი ფარშს და კარგად აურიეთ. მიღებული მასისგან გააკეთეთ საშუალო ზომის კატლეტები და დაალაგეთ ზეთწასმულ ღუმელის ფირფიტაზე. აცხვეთ 220 გრადუსზე 25-30 წუთი.

Facebook კომენტარები
Exit mobile version