vap.ge

ყავის გასაოცარი ნიღბები სახის კანისთვის. ბზინვარე და ახალგაზრდა კანი გარანტირებუილია!

ყავის გასაოცარი ნიღბები სახის კანისთვის. ბზინვარე და ახალგაზრდა კანი გარანტირებუილია!

ყავა შეიცავს კოფეინს, გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, ჭარბ სითხეს გამოდევნის ქსოვილებიდან და ამასთან, ძალიან სასარგებლოა მეხსიერებისთვის, ამიტომაც არის ის ბევრი ადამიანისთვის ენერგეტიკული სასმელი. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მას უნიკალური კოსმეტიკური თვისებებიც ახასიათებს. ყავას ხშირად იყენებენ კოსმეტიკური კრემების შემადგენლობაში.

ყავის ნიღაბი ნაზი კანისთვის:

 1 სუფრის კოვზი ყავის ნალექი, 1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი და 1 სუფრის კოვზი თაფლი კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე. მოერიდეთ თვალის კონტურს. გაიჩერეთ 10 წუთი, შემდეგ კი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ყავის ნიღაბი თვალის უპეების შესიების გასაქრობად:

1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი, 1 ჩაის კოვზი არაჟანი და 1 ცალი ლიმონი აურიეთ. მომზადებული ნიღაბი 30 წუთის განმავლობაში, შედგით მაცივარში. შემდეგ, წაისვით თვალის კონტურზე, გაიჩერეთ 10 წუთი და ბოლოს, ბამბით მოიშორეთ.

დაღლილობის მოსახსნელი ყავის ლიფტინგ-ნიღაბი სახისა და ყელისთვის:

1 კვერხის ცილა ათქვიფეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ყავის ნალექი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. ნიღაბი დაიდეთ სახესა და ყელზე. 10 წუთის შემდეგ კი, ჩამოიბანეთ.
კვერცხის ცილასა და კოფეინს ერთდროულად, კარგი ლიფტინგ-ეფექტი აქვს.

ტანის მატონიზებელი ყავის სკრაბი:

1 სუფრის კოვზი ყავის ნალექი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი აურიეთ და მასაჟით წაისვით სხეულზე ქვევიდან ზევით, შემდეგ დაიბანეთ. ეს სკრაბი წაისვით კვირაში 1-2-ჯერ. ზეითუნის ზეთისა და თაფლის დამატენიანებელი თვისებები, ყავის ნალექის ექსფოლიაციურ მოქმედებასთან ერთად ასუფთავებს ფორებს, კანს ანიჭებს ტონუსს.

ყავის ანტიცელულიტური ბალზამი:

1 სუფრის კოვზი ყავის ნალექი და 1 სუფრის კოვზი ავოკადოს ზეთი ჩაასხით ჯამში. შემდეგ  დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თხევადი საპონი.  აურიეთ და ცელულიტური ზონები კარგად დაიზილეთ:

ყავის ნიღაბი მუქი თმის ბზინვარებისთვის:

დაბანის შემდეგ, სველ თმაზე წაისვით 2 სუფრის კოვზი ყავის ნალექი და კარგად შეიზილეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ. ამ ნიღბის რეგულარული გაკეთება ბზინვარებას მიანიჭებს თმის ბუნებრივ ფერს. შეგიძლიათ, გამოიყენოთ წაბლისფერიდან, შავ ფერამდე ყველა ტონის თმაზე.

მუქი ფერის თმის ბზინვარებისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე, ლამაზი წაბლისფერის მისაღებად შემდეგი ნაყენი მოამზადეთ: 2 სადილის კოვზ ყავას დაასხით გვირილის გაგრილებული ნაყენი.  დიდხანს ურიეთ, რომ ყავა კარგად გაიხსნას. შემდეგ გადაწურეთ. დაიბანეთ თავი შამპუნით და დაბანილ სველ თმაზე ყავის ნაყენი გადაივლეთ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version