ასპირინის საოცრად ეფექტური ნიღბები სახის კანისთვის
ყველა კარგად ვიცნობთ ასპირინს, იგივე აცეტილსალიცილის მჟავას, რომელიც თითოეული ჩვენგანის საოჯახო აფთიაქშია. სწორედ მას მივმართავთ დახმარებისთვის მაშინ, როდესაც თავის გაუსაძლისი ტკივილი გვაწუხებს. ჩვენ არაერთხელ მოგვიყოლია ამ ჯადოსნური აბის ალტერნატიული გამოყენების მეთოდებისა და ხერხების შესახებ.
ის მართლაც რომ უნივერსალური პროდუქტია, რომელსაც გამოყენების საოცრად ფართო სპექტრი აქვს. აცეტილსალიცილის მჟავა, იგივე ასპირინის თეთრი აბი, გამოიყენება კოსმეტილოგიაშიც პრობლემური კანის მოსავლელად.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ასპირინისთვის ანთების საწინააღმდეგო ძლიერი თვისებებია დამახასიათებელი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი კანისთვის.
მოცემული საშუალების გამოყენებამდე აუცილებლად უნად გაითვალისწინოთ რამდენიმე რეკომენდაცია:
- პროცედურა აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ საღამოს საათებში, დაძინების წინ.
- თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, პირველ ჯერზე კრემი ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყენეთ და დააკვირდით კანის რეაქციას.
- არ უნდა იყოთ ალერგიული რეცეპტში შემავალ რომელიმე ინგრედიენტზე.
- პროცედურის შემდეგ თქვენი კანი გაცილებით მგრძნობიარე გახდება, რის გამოც მეორე დღეს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მზისგან დამცავი კრემი.
1-ნიღაბი.
ასპირინის ნიღაბი კანის გასაახალგაზრდავებლად:
დაგჭირდებათ:
- 5 აბი ასპირინი
- 2 სუფრის კოვზი თაფლი
- 1 სუფრის კოვზი ნატურალური მაწონი
ინსტრუქცია:
დაიბანეთ სახე ჩვეულებისამებრ, თუმცა ცივი წყლით. რბილი ქსოვილი ჩაალბეთ ძალიან ცხელ წყალში, კარგად გაწურეთ და გაშლილ მდგომარეობაში დაიფინეთ სახეზე 10 წუთით (თუ ზედმეტად ცხელი არ არის და ამის უპრობლემოდ ატანას შეძლებთ). ასე კანის ფორები ბოლომდე გაიხსნება და ჩვენი დღევანდელი პროცედურა საუკეთესო შედეგს მოგვცემს.
ასპირინის ხუთივე აბი უნდა დაფქვათ, დაუმატოთ თაფლი, ნატურალური მაწონი და კარგად გადაურიოთ. უკვე შემშრალ სახეზე მიღებული პასტისებრი მასა შეიზილეთ ნელი წრიული მოძრაობებით, დაიტოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
კრემის მოსაშორებლად გამოიყენეთ თბილი წყალი. პროცედურის შემდეგ წაისვით დაამტენიანებელი კრემი.
2-ნიღაბი
ნაოჭების საწინააღმდეგო ასპირინის ნიღაბი
- 6 აბი ასპირინი
- 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 1 ჩ.კ. მარილი.
- 1 ჩ.კ. თიხა (ცისფერი).
მარილი გახსენით ლიმონის წვენში, შემდეგ გაწურეთ მარლაში და დაფხვნილი ასპირინი, თაფლი და თიხა დაამატეთ. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და წინასწარ კარგად გასუფთავებულ სახეზე წაისვით.
10-15 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახეზე თქვენი კანის ტიპისთვის რეკომენდებული კრემი შეიზილეთ.
3-ნიღაბი
ასპირინის ნიღაბი თაფლით და ალოეს წვენით
- 3 აბი ასპირინი
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 1 ჩ.კ. ალოეს წვენი.
ასპირინი დაფხვენით ან გახსენით 1 ს.კ. წყალში და თაფლი და ალოეს წვენი დაამატეთ.
ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და სახეზე წაისვით (თხელ ფენად).
როგორც კი ნიღაბი გაშრება, სახე წრიული მოძრაობით მსუბუქად დაიმასაჟეთ (რამდენიმე წუთის განმავლობაში), შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.
თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, ის იოგურტით ან მცენარეული ზეთით შეცვალეთ.