vap.ge

მოიშორეთ არასასურველი თმა იოდის დახმარებით. შედეგი გარანტირებულია!

მოიშორეთ არასასურველი თმა იოდის დახმარებით. შედეგი გარანტირებულია!

ყველა ლამაზმანის ოცნებაა, რომ სხეულიდან არასასურველი თმები სამუდამოდ გაუჩინარდეს. არსებობს მრავალი გზა და მთელი რიგი პროცედურების, თუმცა ძვირია და გარანტიას, რომ თმა იმ ადგილებში აღარ გაიზრდება, არავინ გაძლევთ, თანაც მტკივნეული და არაეფექტურია.

გაეცანით რამდენიმე რეცეპტს, სადაც თმის მოცილებაში მთავარ როლს იოდი თამაშობს.

გაფრთხილება! - ეფექტი სხვადასხვა ფერის კანზე, სხვადასხვაგვარია- ღია ფერის კანზე ნაკლებია თმა და თან ის ჰაეროვანია, მოცილებაც მარტივად ხდება, თუმცა ღია ფერის კანს დამწვრობისკენ აქვს მიდრეკილება, ამიტომ იოდის გამოყენებისას მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. მუქ კანზე კი მუქი და უხეში თმის ღერია, რომლის მოცილებაც ბევრად რთულია.

რეცეპტი №1 - საჭიროა 30 წვეთი იოდი, 5 წვეთი სპირტი, 5 წვეთი ტურპერინი და 5 წვეთი აბუსალათინის ზეთი. ნარევი დღეში 3-ჯერ წაისვით იმ ადგილებში, საიდანაც არასასურველი თმის მოცილება გსურთ. შედეგად, რამდენიმე დღეში დაგცვივათ თმა.
რჩევა: ნარევის გამოყენების შემდეგ, აუცილებლად იტენიანეთ კანი.

რეცეპტი №2 - საჭიროა 1, 5 მლ იოდი, 25-30 მლ სპირტი, 2 მლ ამიაკი და 5 მლ აბუსალათინის ზეთი. კარგად შევურევთ ყველაფერს და წავისვამთ ნარევს იმ ადგილებში, საიდანაც არასასურველი თმის გაქრობა გვსურს. ამ რეცეპტის შემთხვევაში ნაზავს ვიჩერებთ საათი და დღეში ვასრულებთ 2-3 მსგავს პროცედურას. 2-3 კვირაში სასურველი შედეგი მიიღწევა.

შენიშვნა: მსგავსი პროცედურები ნაზავებით, რომლის შემადგენლობაშიც არის იოდი, უკუნაჩვენებია ვისაც აქვს მგრძნობიარე და მშრალი კანი, ნაკაწრები, დაზიანებები ან ღია ჭრილობები, ფარისებრი ჯირკვალი, ალერგიული რეაქციები. ასევე, არ გამოიყენოთ ნაზავი სახეზე! მანამ, სანამ დაიწყებთ პროცედურას, ეპიდერმისის მდგომარეობა გამოიკვლიეთ, თუ მასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, არ გამოიყენოთ ნაზავი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ დამწვრობას და თმის ფოლეკულის მოსპობასთან ერთად კანის ეპიდერმისი დაკარგავს ტენიანობას.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version