vap.ge

კეფირი და წიწიბურა – ყველაზე ეფექტური კომბინაცია წონაში დასაკლებად!

კეფირი და წიწიბურა - ყველაზე ეფექტური კომბინაცია წონაში დასაკლებად!

ეს დიეტა გამორიცხავს გამუდმებულ შიმშილობას და თავის ტანჯვას ყველაფერზე უარის თქმით! წიწიბურისა და კეფირის დიეტით შეძლებთ კვირაში 3 კილოგრამის მოკლებას, თუმცა შედეგის გაუმჯობესება ნამდვილად შეგიძლიათ დიეტისთვის ხელის შეწყობით.

რატომ არის ეს დიეტა ეფექტური?

წიწიბურა მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, ის ბევრ ცილებს , ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას და ვიტამინებს შეიცავს. ეხმარება ორგანიზმს მარაგის შევსებაში და პარალელურად გამოდევნის ტოქსინებსა და მავნე ნივთიერებებს.
რაც შეეხება კეფირს, ის ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს, გარდა ამისა აუმჯობესებს კანი სმდგომარეობას. ამ დიეტას წონის კლებასთან ერთად, გამაჯანსაღებელი ეფექტიც აქვს. დაგეხმარებათ სტრესის და უძილობის დმაარცხებაში.

უკუჩვენებები:

ამ დიეტის დროს სასურველია მიიღოთ დამატებითი პოლივიტამინები. ორსულებისა და მეძუძრი დედებისთვის ეს დიეტა არ არის რეკომენდირებული. ასევე თავი უნდა შეიკავონ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებმა.

დიეტა 7 დღეზე:

თქვენი რაციონი უნდა შედგებოდეს ნებისმიერი რაოდენობის წიწიბურისა და უცხიმო კეფირისგან (დღე-ღამეში არაუმეტეს 1 ლ) გარდა ამისა, შეგიძლიათ მიიღოთ მწვანე ჩაი და წყალი. არ გამოიყენება შაქარი, კარაქი და ციხმი.

გახდომის მიზნით დალიეთ კეფირი ჭამამდე 30 წუთით ადრე და ასევე მის შემდეგაც. წონის კლება იწყება მესამე დღიდან.
დიეტის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ წიწიბურა თანდათანობით გბეზრდებათ. ეცადეთ დაუმატოთ მას სოიოს სოუსი ან გარგრის ჩირი.

დიეტის შემდეგ არ ღირს მომენტალურად ცხიმიან საკვებზე გადართვა. აუცილებელია ეტაპობრივად დაბრუნება ჩვეულ რაიცონზე. მიირთვით (შემდეგ) უცხიმო ხორცი, თევზი, ბოსტნეული, ხილი და მწვანილი.

გახსოვდეთ, რომ შედეგი საჭიროებს ძალისხმევას და მონდომებას!

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version