vap.ge

შეურიეთ ეს სამი ინგრედიენტი და გაიქრეთ სამუდამოდ ოფლი – ბუნებრივი დეზოდორანტის რეცეპტი!

შეურიეთ ეს სამი ინგრედიენტი და გაიქრეთ სამუდამოდ ოფლი – ბუნებრივი დეზოდორანტის რეცეპტი!

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ნაყიდი დეზოდორანტები ხშირად მოლოდინს არ ამართლებს. გარდა ამისა, დეზოდორანტები შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ახშობს საოფლე ჯირკვლებს, რაც მათი ნორმალური ფუნქციონირების დარღვევას და შესაბამისად, უამრავ დაავადებას იწვევს.

მაგრამ ამ თანამედროვე კოსმეტიკური საშუალების გარეშე დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია. როგორც იტყვიან, თუ გსურს, რაიმე კარგად გააკეთო – შექმენი თავად!გთავაზობთ ბუნებრივი დეზოდორანტის რეცეპტს, რომლის მოხმარების შემდეგ ნაყიდ დეზოდორანტს არ დაუბრუნდებით. მისგან ტანისამოსზე კვალიც კი არ რჩება!

დაგჭირდებათ:

• 25 გრ სოდა

• 15 გრ სიმინდის სახამებელი

• 30 გრ ქოქოსის ზეთი

• ეთერზეთი

მომზადების წესი:

1. მოურიეთ სოდა და სახამებელი. სოდა ოდითგანვე ითვლებოდა ოფლის სუნის საწინააღმდეგო იდეალურ საშუალებად, სახამებელი კი იწოვს სინესტეს, ამიტომაც იღლიები მუდამ მშრალი გექნებათ.

2. დაამატეთ ქოქოსის ზეთი. იგი 24 გრადუს ტემპერატურაზე დნება, ამიტომ დეზოდორანტის კანზე წასმისას იგი ოდნავ დადნება და კარგად შეიწოვს.

3. ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ 2 წვეთი ეთერზეთი. აირჩიეთ სასურველი არომატი, მთელი დღის განმავლობაში სასიამოვნო სურნელის შესაგრძნობად.

4. მასა მოათავსეთ დეზოდორანტის ტუბში და შეინახეთ მაცივარში.

საკუთარი ხელით დამზადებული დეზოდორანტი უსაფრთხოა და ორგანიზმის ბუნებრივ პროცესებს არ არღვევს. ეფექტი კი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. იგი, ამავდროულად, ეკონომიურიც არის.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version