vap.ge

თუ გაწუხებთ თმის ცვენა, ეს ნიღაბი დაგეხმარებათ მარტივად მოაგვაროთ ეს პრობლემა

იმისთვის, რომ თმის ცვენა შეაჩეროთ სულაც არაა საჭირო ძვირადღირებული შამპუნი ან წამალი იყიდოთ, სახლის პირობებში ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივია.

თქვენ დაგჭირდებათ:

1 ამპულა ვიტამინი В6

1 ამპულა ვიტამინი В12

1 გრ. ვიტამინი С

2 ს/კ აბუსალათინის ზეთი

2 ს/კ თაფლი (გამთბარი)

2 ს/კ თქვენი თმის შესაფერისი ბალზამი

ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეურიეთ და თმის ძირებზე წაისვით. ნაზავი თავზე 1 საათის განმავლობაში გაიჩერეთ. (თავზე ცელოფნის ქუდი დაიფარეთ). ნიღბის ჩამობანა ძალიან ადვილი იქნება, რადგან მის შემცველობაში არის ბალზამი.

Facebook კომენტარები
Exit mobile version