vap.ge

გარგარის ზეთი სახის კანისთვის განსაკუთრებულია

გარგარის ზეთი სახის კანისთვის განსაკუთრებულია

გარგარის ზეთი შესანიშნავად კვებავს კანს. სახისა და სხეულის კანს უბრუნებს ელასტიურობას და სიმკვრივეს. გარგარის ზეთი გაჯერებულია ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ადვილად შეიწოვება კანში და უნარჩუნებს კანის უჯრედებს ტენიანობას და სძენს ახლებურ ელფერს. არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას და ხელს უწყობს მგრძნობიარე და დაზიანებული კანის რეგენერაციას.

ახასიათებს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, აღმოფხვრის ნაოჭებს, აუმჯობესებს კანის ფერს. იგი ასევე აქტიურად გამოიყენება როგორც კანის დაბერების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება.

გარგრის ზეთით გაკეთებული მასაჟი თქვენ კანს უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს, გაახალგაზრდავებს და შესძენს ჯანმრთელ ელფერს. გამოიყენება როგორც ცელულიტის პროფილაქტიკისთვის ასევე მის მოსაცილებლად. აგრეთვე გამოიყენება სხეულის მოცულობის შესამცირებლად.

ზეთი ასევე წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან (ცხელი ზეთის სხეულზე დატანით). ნუშის ზეთი გამოიყენება როგორც ძირითადი წამყვანი ზეთი არომათერაპიის დროს 2-5 წვეთი თქვენთვის სასურველი ეთერზეთის დამატებით.

ზეთის კოსმეტიკური თვისებები
  1. კვებავს კანს.
  2. კანი ხდება გლუვი, ელასტიური და მკვრივი.
  3. უნარჩუნებს კანის უჯრედებს ტენიანობას.
  4. არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.
  5. ხელს უწყობს მგრძნობიარე და დაზიანებული კანის რეგენერაციას.
  6. აუმჯობესებს კანის ფერს.
  7. ამცირებს ნაოჭებს.
  8. გამოიყენება როგორც დაბერების საწინააღმდეგო საშუალება.
  9. კანს უბრუნებს ჯანსაღ იერს.
გამოყენების წესები

მასაჟი:
გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი სახით ისე ეთერზეთებთან ერთად.

მგრძნობიარე და მშრალ კანზე ზრუნვა:
დაიტანეთ 5-6 წვეთი გაწმენდილ სახესა და ხელებზე, ნაზად შეიზილეთ ზეთი და დარჩენილი რაოდენობა მოიცილეთ რბილი სალფეტკით.

კანის მოვლა:
ღამის კრემის მაგივრად წაისვით გარგარის ზეთი სახის კანზე ან მისი მცირე რაოდენობა შეიზილეთ თვალის გარშემო კოსმეტიკური კრემის ან გელის სანაცვლოდ.

ცხელი ზეთის სხეულზე დატანა:
50 მლ გარგარის ზეთში აურიეთ 3-4 წვეთი თქვენთვის სასურველი ეთერზეთი (ფორთოხალი, ლიმონი, ლავანდა, ვარდი, და ა.შ.) მიღებული ნარევი შეათბეთ დახურულ ჭურჭელში ორთქლის აბაზანაზე 38-40 ° C მდე და დაიტანეთ კანზე. ამის შემდეგ დამუშავებული ადგილები შეიხვიეთ ცელოფნით. სითბოს შენარჩუნებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი ტანსაცმელი ან საბანი.

პროცედურის ხანგრძლივობა 15-30 წუთი. აღნიშნული პროცედურის ჩატარება არ არის მისაღები მათთვის, ვისაც აქვს ვარიკოზული ვენები ან გულსისხლძარღვთა პრობლემები.

 

Facebook კომენტარები
Exit mobile version