vap.ge

ამ მეთოდების გამოყენების შემდეგ აღარ მტანჯავს შაკიკი

ამ მეთოდების გამოყენების შემდეგ აღარ მტანჯავს შაკიკი

თავის ტკივილისგან ზოგჯერ ხმამაღლა ვტიროდი. გამაყუჩებელი მცირედ შვებას თუ მგვრიდა. არ დამიტოვებია ექიმი თუ ექიმბაში, მაგრამ რა უცნაურადაც  უნდა მოგეჩვენოთ, ბარამბოსა და ძიძოს ნაყენმა მიშველა. ეს რეცეპტი მეზობელმა მასწავლა. ბარამბო და ძიძო აფთიაქში ვიყიდე და ნაყენი მოვამზადე.

5 ს/კ ბარამბოს ვასხამთ არაყს, ვაჩერებთ 3 დღეს და ვფილტრავთ. 20 წვეთს 1/ჭიქა წყალში ვაზავებთ და ვიღებთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

• ნახევარლიტრიან ბოთლში მესამედზე ვყრით ძიძოს ბალახს და ვავსებთ არყით, ვტოვებთ სიბნელეში 2 კვირით, შემდეგ ვფილტრავთ. ვიყენებთ საფეთქლების დასაზელად შეტევითი ტკივილის დროს. ვმკურნალობთ გამოჯანმრთელებამდე.

რომელი სქესისა და ასაკის ადამიანებში გვხვდება შაკიკი?

შაკიკი ქალებში 3 -ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. მნიშვნელოვანია გენეტეკური განწყობა, განსაკუთრებით – დედის ხაზით, ხოლო თუ შაკიკი ორივე მშობელს აღენიშნება, შვილს ათიდან მხოლოდ ერთი შანსი აქვს, იყოს ჯანმრთელი.

შაკიკი იწყება ახალგაზრდა ასაკში და მთავრდება ქალებში მენოპაუზის დადგომისას, ხოლო მამაკაცებში – 50-60 წლის ასაკში.

როგორ ავიცილოთ თავიდან შაკიკი?

შაკიკის შეტევის თავიდან ასაცილებლად, ან სიხშირის შესამცირებლად უმჯობესია პრევენციული ღონისძიებები. უნდა მოვერიდოთ მაპროვოცირებელ ფაქტორებს: შევამციროთ, ან საერთოდ შევწყვიტოთ ალკოჰოლის, კოფეინისა და თამბაქოს მოხმარება, დავიცვათ ძილის რეჟიმი, თავიდან ავიცილოთ გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვა, ვისწავლოთ სტრესის მართვა.

სუფთა ჰაერი, მოსვენებითი რეჟიმი, მშვიდი გარემო, არამკაფიო განათება, დაბალი ფიზიკური და გონებრივი აქტივობა ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას. ზოგჯერ ხანმოკლე ძილსაც შეუძლია შეტევის კუპირება.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version