ალუბლის ნაყოფი და ფოთლები კურნავს უამრავ დაავადებებს, მათ შორის ღვიძლის დაავადებას
ალუბლის ნაყოფი ძვირფასი საკვები პროდუქტია. მას სამკურნალო თვისებები აქვს. შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, გლუკოზასა და ფრუქტოზას, ასევე B1, B6, C, E, K და PP ვიტამინებს, მაგნიუმსა და იოდს. ვიტამინებით მდიდარი ალუბალი საუკეთესო საშუალებაა ჰიპოვიტამინოზისა და ასთენიის სამკურნალოდ, რკინის, მაგნიუმის, C ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავას შემცველობის გამო. ის აჩქარებს სისხლის წარმოქმნას და შეუცვლელია ბავშვებისა და ორსულებისთვის.
ალუბალს ახასიათებს ამოსახველებელი და ბრონქოლიზური მოქმედება, ამიტომ, ეფექტურია სასუნთქი სისტემის ინფექციური და ანთებითი დაავადების დროს. ალუბლისა და ბლის შემადგენლობაში შემავალი A ვიტამინი საჭიროა მხედველობისთვის, ძვლებისა და კბილების სიმაგრისთვის. B ვიტამინი უცვლელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, უნარჩუნებს კანს სიჯანსაღეს, ამაგრებს თმასა და ფრჩხილებს.
ფოლიუმის მჟავა და რკინა აწესრიგებს სისხლის შემადგენლობას. C ვიტამინი იცავს ორგანიზმს ინფექციებისა და ვირუსული დაავადებებისგან, ამაგრებს გულის კუნთს და სისხლძარღვების კედლებს.
ალუბლის კურკის გულს თუ გახეხავთ და კომპრესის სახით პოდაგრაზე დაიდებთ, გიშველით. ვისაც კუჭის შეკრულობა აქვს, ბევრი ალუბალი უნდა ჭამოს. კარგად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ნევრასთენიის, დეპრესიისა და სხვა ნევროფსიქიკურ დაავადებებზე.
ვისაც აწუხებს სკლეროზი, დღეში 1 კილოგრამამდე ალუბალი უნდა მიიღოს და დააყოლოს 1,5-ლიტრი რძე. ალუბლის ხის ქერქის ნახარში შველის რევმატიზმსა და კრუნჩხვებს: 1სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, ადუღეთ 10-15 წუთი. გააჩერეთ, გაწურეთ და დალიეთ დღეში 1-2 ჭიქა.
ალუბლის ნაყოფი და ფოთლები ნატურალური ანტიბიოტიკებია. მათში უხვადაა ფიტონციდები, რაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. ბალი და ალუბალი შეიცავს ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელ ნივთიერებებს. ალუბლის წვენში არსებული ბირთვაკი სასარგებლოა კენჭოვანი დაავადებების დროს.
ყვავილებისგან გამოხდილი წყლით კი, კარგია გაღიზიანებული თვალების ამობანა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალუბალს კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აქვს: მას ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობის პროფილაქტიკა შეუძლია.
ალუბლის რეგულარული გამოყენება ხელს უშლის ოსტეოართრიტის განვითარებას. ართრიტის ეს სახეობა ხელებს, ფეხებს, განსაკუთრებით, მუხლებსა და ხერხემალს აზიანებს. მეცნიერებმა ალუბლის ექსტრაქტზე დამზადებული სპეციალური სამკურნალო პრეპარატები შექმნეს. თუმცა, გახსოვდეთ, ყველაზე სასარგებლო მაინც ცოცხალი ხილია.
ალუბალი შეიცავს უფრო მეტ ბეტა-კაროტინს, ვიდრე მარწყვი. ეს ხილი შეიცავს ანტიოქსიდანტურ მელატონინს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარეგულირებელი საშუალება გულისცემისა, იგი ასევე ანელებს დაბერების პროცესს.
ასევე მჟავე ალუბალი ეხმარება ოპერაციის შემდეგ აღდგენით პროცესებს, ამცირებს ანთებას, ებრძვის უძილობას. ის სასარგებლოა მსხვილნაწლავის კიბოს მქონე ადამიანებისათვის.
ახალი ალუბალი დაგეხმარებათ ზედმეტი წონის დაკარგვაში, ერთი მუჭა ალუბალი დაგეხმარებათ დაღლილობისგან განთავისუფლებაში. იგი შესაძლოა გამოყენებული იქნას ახალი და გაყინული მშრალ მდგომარეობაში.ჰეპატიტ А-სთან საბრძოლველად უნდა გამოიყენოთ შემდეგი რეცეპტი!
ღვიძლის სამკურნალოდ ეფექტურია ქვემოთ მოცემული რეცეფტი:
ინგრედიენტები:
10 მშრალი ალუბლის ფოთოლი.
300 მლ წყალი.
მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი მშრალი ფოთლები უნდა განათავსოთ თასში და შემდეგ დაასხათ მას 300 მლ წყალი. ადუღოთ ცეცხლზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
როდესაც ნარევი გაცივდება, გაფილდტრეთ ის და გადაიტანეთ მინის კონტეინერში და დააფარეთ სახურავი. შეინახეთ გრილ ადგილას.
მიღების წესი:
სასმელი მიიღეთ დღეში სამჯერ 60 მლ ოდენობით. იგი უნდა მიიღოთ მანამდე სანამ სრულიად არ გამოჯანმრთელდებით.