vap.ge

მდოგვის ფხვნილისა და ზეთის სამკურნალო რეცეფტები

მდოგვის ფხვნილისა და ზეთის სამკურნალო რეცეფტები

მდოგვი სასარგებლოა საკვების გადამუშავებისათვის, რადგანაც ის აღვიძებს მადას, აძლიერებს ნაღვლის წვენის გამოყოფას და ამაღლებს საკვების შეთვისებას. ეს ცხარე სანელებლები საჭიროა აგრეთვე ხანშიშესული ადამიანებისთვისაც, რადგან არსებითად და ბევრ შემთხვევაში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნივთი-ერებათა ცვლას, ასევე ძალიან ეხმარება ყაბზობის პრობლემით შეწუხებულ ადამიანებს.

ძველ რუსეთში მდოგვს სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ იყენებდნენ. მაგალითად, სურავანდის, ქოშინის, თავის ტკივილის დროს 3 ჩაის კოვზ მდოგვის ფხვნილს ურევდნენ წყალს, ღებულობდნენ სქელ მასას, აჩერებდნენ 5 წუთს, შემდეგ გადაჰქონდათ ქსოვილის პატარა ნაჭერზე და იდებდნენ კეფიდან ოდნავ ქვემოთ 5 წუთის განმავლობაში.

კბილის ტკივილის დროს ღეჭავდნენ მდოგვის თესლებს. ასთმის და ანგინის დროს მდოგვის ნახარშით აკეთებდნენ სავლებს, ივლებდნენ ყელში.

მდოგვის თესლიდან გამომუშავებული ცხიმი უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა სახსრებში შესაზელად, რაც აუმჯობესებდა მოძრაობას, ასევე შარდკენჭოვანი დაავადებების დროსაც.

ჰიპერტონიით გამოწვეული თავის ტკივილისას მდოგვის საფენებს კისერზე ადებენ. მდოგვის საფენების დამზადება ადვილად შეიძლება შინაურ პირობებშიც. ამისთვის სჭიროა, მდოგვის ფხვნილს შევურიოთ თბილი წყალი. იმისათვის, რომ მდოგვის სიცხარემ, მისმა სიმწვავემ არ დააზიანოს კანი, უნდა დავუმატოთ ფქვილი ან სახამებელი თანაბარი პროპორციით.

ფქვილისებრი ნარევი უნდა დადოთ ქაღალდზე, დააფაროთ დოლბანდი და გააშროთ. წყალი უნდა გაათბოთ 40 გრადუსამდე - სწორედ ასეთ ტემპერატურაზე მდოგვის ფხვნილისგან გამოიყოფა ეთეროვანი ზეთი.

მდოგვის აბაზანები (ფეხებისთვის) სასარგებლოა გაციებისას, სახსრებში ტკივილის დროს, არტერიული წნევის მკვეთრი აწევისას, ძლიერი მოყინვისას.  1-2 კოვზ მდოგვის ფხვნილს უნდა დაესხას ცხელი წყალი (მაგრამ არა მდუღარე, თორემ მდოგვი დაკარგავს თავის ძალას). ფეხების დაორთქვლა უნდა გაგრძელდეს ნახევარი საათი. შემდგომ უნდა ჩაიცვათ თბილი წინდები და ჩაწვეთ საწოლში.

სურდოს თავიდან ასაცილებლად მშრალი მდოგვი 1-2 საათით უნდა ჩავიყაროთ წინდებში. მდოგვის გამოყენება შეიძლება ქერტლის საწინააღმდეგოდ.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version